გერტი კორი (დ. 15 აგვისტო, 1896 — გ. 26 ოქტომბერი, 1957) — ამერიკელი ბიოქიმიკოსი. იყო მესამე ქალი, და ამავდროულად პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია მეცნიერებაში. მისი ქმარი, კარლ ფერდინანდ კორი, აგრეთვე ცნობილი მეცნიერი იყო.
გერტი კორი (დ. 15 აგვისტო, 1896 — გ. 26 ოქტომბერი, 1957) — ამერიკელი ბიოქიმიკოსი. იყო მესამე ქალი, და ამავდროულად პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია მეცნიერებაში. მისი ქმარი, კარლ ფერდინანდ კორი, აგრეთვე ცნობილი მეცნიერი იყო.
უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო დემოკრატიული ინსტიტუტები და გაამყარა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი
სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ
ემილი გრინ ბოლჩი (დ. 8 იანვარი, 1867, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ - გ. 9 იანვარი, 1961) - არის ამერიკელი ეკონომისტი, პაციფისტი და 1946 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი. |
მარია გრეპერტ-მაიერი (დ. 28 ივნისი, 1906, კატოვიცე, გერმანიის იმპერია - გ. 20 თებერვალი, 1972, სან დიეგო, აშშ) - ფიზიკოსი, ერთ-ერთი სამი ქალიდან, რომლებმაც ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. |
ნელი ზაქსი (დ. 10 დეკემბერი 1891, შონებერგი, გერმანია, – გ. 12 მაისი, 1970, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ებრაული წარმოშობის გერმანელი პოეტი და დრამატურგი. 1940 წლიდან ცხოვრობდა შვედეთში. ზაქსის თხზულებები ასახავს ებრაელების განსაცდელს და ტრაგიკულ ბედს მის თანამედროვე მსოფლიოში. მიღებული აქვს ნობელის პრემია ლიტერატურაში (1966, შმუელ აგნონთან ერთად). |
ბეთი უილიამსი (დ. 22 მაისი, 1943, ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია) — ჩრდილოირლანდიელი მშვიდობის აქტივისტი. 1970-იან წლებში მეირიდ მაგუაირთან და კიარან მაკკეონთან ერთად ხელმძღვანელობდა სამოქალაქო საზოგადოება „მშვიდობის ხალხს“, რომლის მიზანი იყო ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფესიური დაპირისპირების შეჩერება. 1976 წელს მაგუაირთან ერთად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. |
მეირიდ მაგუაირი (დ. 27 იანვარი, 1944, ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია) — ჩრდილოირლანდიელი მშვიდობის აქტივისტი. 1970-იან წლებში ბეთი უილიამსთან და კიარან მაკკეონთან ერთად ხელმძღვანელობდა სამოქალაქო საზოგადოება „მშვიდობის ხალხს“, რომლის მიზანი იყო ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფესიური დაპირისპირების შეჩერება. 1976 წელს უილიამსთან ერთად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. |
როზალინ სასმენ იელოუ (დ. 19 ივლისი, 1921, ნიუ-იორკი — გ. 30 მაისი, 2011, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მედიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. იყო რიგით მეორე ამერიკელი ქალი, რომელმაც ეს პრემია მიიღო. 1988 წელს მიიღო მეცნიერების ეროვნული მედალი. |
დედა ტერეზა (ალბ. Agnes Gonxha Bojaxhiu; დ. 26 აგვისტო, 1910 — გ. 5 სექტემბერი, 1997) — ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში. |