პროექტის შესახებ
ქალებს შეუძლიათ! ქალები მოქმედებენ! ქალები ცვლიან!
2020-03-18 02:44:01

თქვენს წინაშეა სამხრეთ კავკასიის გენდერული ქსელი (გენდერული საინფორმაციო პორტალი). 

პორტალი არის საინფორმაციო პლატფორმა, რომლის მიზანს წარმოადენს კრიტიკული აზროვნების წახალისებითა და ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების დაცვით, გენდერული თანასწორობისა  და ქალთა უფლებებზე დაკავშირებით ინფორმაციის ფართო გავრცელების ხელშეწყობა. 

პორტალი ცდილობს მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქოს თემები, რომელიც  მედიაში, როგორც წესი, მარგინალიზებულია - გენდერული ამბები. პორტალის მომხმარებელს ასევე შეუძლია გაეცნოს უკანასკნელ წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ კანონმდებლობას, ნორმატიულ აქტებს, ანგარიშებს, სამოქმედო გეგმებსა და კვლევებს.
პორტალის გვერდებზე მომხმარებლებს და დაინტერესებულ მხარეებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ  გენდერული ინსტიტუციური მექანიზმებისა და საქართველოს ქალთა მოძრაობის  ინტერაქტიულ რუკებს.

გენდერული საინფორმაციო პორტალის ისტორიამ გაიარა განვითარების რამდენიმე საფეხური. სხვადასხვა პერიოდში პორტალის მხარდამჭერები იყვნენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” ქალთა პროგრამა, "OSCE/ODIHR", ფონდი "Mama Chash", შვედური ფონდი ,,Kvinna till Kvinna Foundation” და ა.შ.

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჟურნალისტებთან, სამეცნიერო საზოგადოებასთან, ხელისუფლების სტრუქტურებთან, სამოქალაქო სექტორთან და საზოგადოების ფართო წრესთან. 

ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ახალი იდეების, ინიციატივებისა და რაც მთავარია თანამშრომლობისათვის, ხოლო გენდერული საინფორმაციო პორტალის სლოგანია - ქალებს შეუძლიათ! ქალები მოქმედებენ! ქალები ცვლიან!

გენდერული საინფორმაციო პორტალის რედიზაინი განხორციელდა ფონდ „პროდემოსი“-ს მხარდაჭერით.
 

GINSC.net
WIC Interview
ბოლო ამბები
მე დავეთხოვე ჩემს უფროსს...

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, იმ დღეს თავხედიც გავხდი, მისი კაბინეტის კარს, ტიპიური ჩინოვნიკის კაბინეტის კარს, მარკერით მივაწერე:“ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

სრულად 
ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს

ECR Group-მა ქართველი ხალხი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აზრის თავისუფლებისთვის 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინა 

სრულად 
Cosmo Coffee - ბიზნესი სოციალური დატვირთვით

სრულად 
მთავარი ამბები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს ეძღვნება 

სრულად 
ამ თამაშში ვერ უნდა ვეპოვეთ   - ომში მოხვედრილი ბავშვების მეხსიერება

სოფო სოფელ ქორდიდან არის, რომლის სიახლოვეს, აგვისტოს ომის შემდეგ, საოკუპაციო ხაზმა გაიარა. 

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
ყველა სიახლე