ემილი გრინ ბოლჩი (დ. 8 იანვარი, 1867, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ - გ. 9 იანვარი, 1961) - არის ამერიკელი ეკონომისტი, პაციფისტი და 1946 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი.
ემილი გრინ ბოლჩი (დ. 8 იანვარი, 1867, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ - გ. 9 იანვარი, 1961) - არის ამერიკელი ეკონომისტი, პაციფისტი და 1946 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი.
ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება
გერტი კორი (დ. 15 აგვისტო, 1896 — გ. 26 ოქტომბერი, 1957) — ამერიკელი ბიოქიმიკოსი. იყო მესამე ქალი, და ამავდროულად პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია მეცნიერებაში. მისი ქმარი, კარლ ფერდინანდ კორი, აგრეთვე ცნობილი მეცნიერი იყო. |
მარია გრეპერტ-მაიერი (დ. 28 ივნისი, 1906, კატოვიცე, გერმანიის იმპერია - გ. 20 თებერვალი, 1972, სან დიეგო, აშშ) - ფიზიკოსი, ერთ-ერთი სამი ქალიდან, რომლებმაც ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. |
ნელი ზაქსი (დ. 10 დეკემბერი 1891, შონებერგი, გერმანია, – გ. 12 მაისი, 1970, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ებრაული წარმოშობის გერმანელი პოეტი და დრამატურგი. 1940 წლიდან ცხოვრობდა შვედეთში. ზაქსის თხზულებები ასახავს ებრაელების განსაცდელს და ტრაგიკულ ბედს მის თანამედროვე მსოფლიოში. მიღებული აქვს ნობელის პრემია ლიტერატურაში (1966, შმუელ აგნონთან ერთად). |
ბეთი უილიამსი (დ. 22 მაისი, 1943, ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია) — ჩრდილოირლანდიელი მშვიდობის აქტივისტი. 1970-იან წლებში მეირიდ მაგუაირთან და კიარან მაკკეონთან ერთად ხელმძღვანელობდა სამოქალაქო საზოგადოება „მშვიდობის ხალხს“, რომლის მიზანი იყო ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფესიური დაპირისპირების შეჩერება. 1976 წელს მაგუაირთან ერთად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. |
მეირიდ მაგუაირი (დ. 27 იანვარი, 1944, ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია) — ჩრდილოირლანდიელი მშვიდობის აქტივისტი. 1970-იან წლებში ბეთი უილიამსთან და კიარან მაკკეონთან ერთად ხელმძღვანელობდა სამოქალაქო საზოგადოება „მშვიდობის ხალხს“, რომლის მიზანი იყო ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფესიური დაპირისპირების შეჩერება. 1976 წელს უილიამსთან ერთად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. |
როზალინ სასმენ იელოუ (დ. 19 ივლისი, 1921, ნიუ-იორკი — გ. 30 მაისი, 2011, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მედიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. იყო რიგით მეორე ამერიკელი ქალი, რომელმაც ეს პრემია მიიღო. 1988 წელს მიიღო მეცნიერების ეროვნული მედალი. |
დედა ტერეზა (ალბ. Agnes Gonxha Bojaxhiu; დ. 26 აგვისტო, 1910 — გ. 5 სექტემბერი, 1997) — ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში. |