პერ სიდენსტრიკერ ბაკი (დ. 26 ივნისი, 1892 — გ. 6 მარტი, 1973) — ამერიკელი მწერალი. როგორც მისიონერის ქალიშვილმა, ბაკიმ ცხოვრების დიდი ნაწილი, 1934 წლამდე, ჟენჩანგში, ჩინეთში გაატარა. მისი რომანი - კარგი დედამიწა - 1931 და 1932 წლებში ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1932 წელს რომანისთვის ბაკის პულიცერის პრემია გადაეცა.
1938 წელს პერ ბაკიმ ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში „მისი მდიდარი და ჭეშმარიტი ეპიკური შემოქმედებისათვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს და მისი ბიოგრაფიული შედევრებისათვის“. ის პირველი ამერიკელი ქალი იყო, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.