მარი სკლოდოვსკა-კიური (პოლ. Maria Skłodowska-Curie დაიბადა, როგორც მარი სალომეა სკლადოვსკა; (დ. 7 ნოემბერი, 1867, ვარშავა — გ. 4 ივლისი, 1934, სანსელმო, სავოია) — ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ეროვნებით პოლონელი.
|
ბერტა ფონ ზუტნერი (გერმ. Bertha Sophie Felicitas Freifrau von Suttner, დაბადებით გრაფინია კინსკი; დ. 9 ივნისი, 1843, პრაღა — გ. 21 ივნისი, 1914, ვენა) — ავსტრიელი მწერალი, პაციფიზმის საერთაშორისო მოძრაობის აქტივისტი. პირველი ქალი ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების საქმეში და მარი სკლოდოვსკა-კიურის შემდეგ მეორე ქალბატონი, რომელმაც მიიღო აღნიშნული პრემია.
|
სელმა ოტილიანა ლოვისა ლაგერლოფი (დ. 20 ნოემბერი, 1858 — გ. 16 მარტი, 1940) — შვედი მწერალი. პირველი ქალი, რომელმაც 1909 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო.
|
გრაცია დელედა (დ. 27 სექტემბერი, 1871 — გ. 15 აგვისტო, 1936) — იტალიელი მწერალი, 1926 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. იგი იყო პირველი იტალიელი ქალი, რომელსაც ეს პრემია მიენიჭა.
|
სიგრიდ უნსეტი (დ. 20 მაისი, 1882, კალუნბორგი, დანია — გ. 10 ივნისი, 1949, ლილეჰამერი, ნორვეგია) — ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის 1928 წლის ლაურეატი.
|
ჯეინ ადამსი (დ.6 სექტემბერი, 1860 – გ.21 მაისი, 1935), ცნობილია როგორც სოციალური მუშაობის „დედა“ — ამერიკული კოლონიზაციის აქტივისტი/რეფორმატორი, სოციალური მუშაკი, საჯარო ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ავტორი, ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვებისა და მსოფლიო მშვიდობის ლიდერი.
|
ირენ ჟოლიო-კიური (ქალიშვილობის გვარი — კიური; დ. 12 სექტემბერი, 1897, პარიზი, საფრანგეთი — გ. 17 მარტი, 1956, იქვე) — ფრანგი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში ფრედერიკ ჟოლიოსთან ერთად (1935), მარი სკლოდოვსკა-კიურისა და პიერ კიურის უფროსი ქალიშვილი, ფრედერიკ ჟოლიო-კიურის მეუღლე. შვილები — ელენ ჟოლიო (დ. 1927) და პიერ ჟოლიო (დ. 1932), აგრეთვე მეცნიერები. საერთო ჯამში კიურების ოჯახი ყველაზე მეტი ნობელის პრემიის მფლობელია.
|
პერ სიდენსტრიკერ ბაკი (დ. 26 ივნისი, 1892 — გ. 6 მარტი, 1973) — ამერიკელი მწერალი. როგორც მისიონერის ქალიშვილმა, ბაკიმ ცხოვრების დიდი ნაწილი, 1934 წლამდე, ჟენჩანგში, ჩინეთში გაატარა. მისი რომანი - კარგი დედამიწა - 1931 და 1932 წლებში ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1932 წელს რომანისთვის ბაკის პულიცერის პრემია გადაეცა.
|
ლუისა დე მარია დელ პერპეტუო სოკორო გოდოი ალკაიაგა ან ლუისა გოდოი ალკაიაგა უფრო მეტად ცნობილია ფსევდონიმით გაბრიელა მისტრალი (დ. 7 აპრილი, 1889, ვიკუნია, ჩილე — გ. 10 იანვარი, 1957, ნიუ-იორკი, აშშ) — ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი, ქალთა უფლებების დამცველი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.
|