ლუისა დე მარია დელ პერპეტუო სოკორო გოდოი ალკაიაგა ან ლუისა გოდოი ალკაიაგა უფრო მეტად ცნობილია ფსევდონიმით გაბრიელა მისტრალი (დ. 7 აპრილი, 1889, ვიკუნია, ჩილე — გ. 10 იანვარი, 1957, ნიუ-იორკი, აშშ) — ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი, ქალთა უფლებების დამცველი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.
1945 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.
ფსევდონიმი მიიღო ფრანგი მწერლის ფრედერიკ მისტრალის პატივისცემის ნიშნად, რომელიც ასევე ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში.
მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მერკურზე.