Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დღეისათვის, ისე როგორც არასდროს, ქალების მონაწილეობაა საჭირო

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-06-16

საქართველოში, ქალაქ გორის გენდერული თანასწორობის რესურს ცენტრში გაიმართა შეხვედრა „ადგილობრივი თვითთმართველი ქალების როლი კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობაში“, რომლის ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ: გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „გენდერი და პოლიტიკა“, გორის გენდერული თანასწორობის რესურს ცენტრი და გაეროს ქალთა ფონდი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის წევრები.

შეხვერდრაზე სიტყვით გამოვიდა  შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე  გიორგი ავალიანი,რომელმაც გააცნო საზოგადოებას რეგიონში არსებული პოსტ–კონფლიქტური მდგომარეობა და ამ პერიოდში მოსახლეობის დასახმარებლად და მხარდასაჭერად  მთვარობისა და ადგილობრივი თვითთმართველობის მიერ გატარებული ღონისძიებები.

როგორც ბატონმა გიორგიმ განაცხადა, 2008 წლის ომის დროს რეგიონში განადგურდა 9450 საცხოვრებელი სახლი. ამ დროისათვის გორის მახლობლად კომპაქტურ ცენტრებში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 1650 ნაგებობა.

დაზარალებულთათვის გამოიყოფა ჰუმანიტარული დახმარებები და ხდება მათი ზარალის ანაზღაურება. დღეს მთავრობა აქტიურად მუშაობს დასახლებულთათვის ბიზნეს–ინკუბატორების შექმნაზე და მათთვის კრედიტების გაცემაზე, თუმცა, როგორც ბატონმა ავალიანმა განაცხადა, არსებობს მათთვის სამუშაო ადგილების შექმნის პრობლემა..

შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარლამენტის გენდერული საკითხების საკონსულტაციო საბჭოს კოორდინატორი, ბ–ნი ზურაბ მჭედლიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანას მოელის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები და დღეს, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია პროგრამების ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს ქალ კანდიდატთა გააქტიურებას.

ასევე მან აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის შემუშავების პროცესი მიუახლოვდა დასასრულს და ის იქნება განხილული საქართველოს პარლამენტის მიერ, უახლოეს მომავალში. კანონი გენდერულ თანასწორობაზე – უმნიშვნელოვანესი ნორმატიული აქტია, რომელიც დღეისთვის ქართული საზოგადოებისთვის აუცილებელია. ამ კანონის მიღების შემდეგ, შეიქმნება ახალი გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმები და საკანონმდებლო ბაზაში შევა მრავალი ცვლილებები ,რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალთა მდგომარეობას და მიიყვანს ქალებს

საინტერესო იყო მუნიციპალიტეტის დეპუტატი ქალების და UNIFEM/OHCHR პროექტის ფარგლებში  შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის მეთვალყურეების გამოსვლა, რომელიც ეხებოდა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებსა და “ბუფერულ ზონებში” შექმნილ სიტუაციებს.

იგპ–ის კომპაქტურ ცენტრებში დღეს უამრავი პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ –ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ჟანმრთელობასთან, საცხოვრებელ პირობებთან (წყლის პრობლემა, კანალიზაციის უქონლობა, ანტისანიტარია) უმუშევრობასთან და ა.შ. ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ყველაზე დაუცველ ფენაზე : ქალებზე და ბავშვებზე. კომპაქტურ ცენტრებში გახშირდა გენეკოლოგიური დაავადებების შემთხვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორც მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, ბუფერულ ზონაში მცხოვრები მოსახლეობა იმყოფება მუდმივი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. მათში დაისადგურა უნდობლობამ და ნიჰილიზმმა, რაიონებში აბსოლუტური უმუშევრობაა, მხოლოდ ერთ სოფელში 400 გამოკითხულიდან, მხოლოდ 3 %–ია დასაქმებული. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა მათი ფსიქო–რეაბილიტაცია. ისინი იმყოფებიან სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში.

ყველა აღნიშნული და კიდევ რიგი პრობლემებისა, აუცილებლად უნდა იყოს განხილული და გადაჭრილი, როგორც მთავრობის, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. აუცილებელია გამოინახოს შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის გზები და როგორც შეხვედრის ერთ–ერთმა მონაწილემ აღნიშნა, საჭიროა „გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დღეისთვის, ისე როგორც არასდროს, ქალების მონაწილეობა, რომლებიც უფრო სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრიან აღნიშნულ პრობლემებს".

მონიტორინგის მიერ ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის.

შეხვედრა გაიმართა შიდა ქართლის ადმინისტრაციის შენობაში.

 

წყარო: პორტალი GINSC

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker