Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თქვენი და ჩვენი უფლებებისთვის!

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-05-15

დღეს საქართველოში დღის წესრიგში იძულებით გადაადგილებულთა პრობლემები დგას. ათიათასობით ადამიანი, რომლებიც 90–იანი წლების შემდგომ საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა და იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ, დახმარებას, ზრუნვასა და მხარდაჭერას საჭიროებს.

დღეს იძულებით გადაადგილებულთა პრობლემები წყდება არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საერთაშორისო, არასამთავრობო დონეზეც. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ პროექტი ,,თქვენი და ჩვენი უფლებებისთვის!“, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება  იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია ,,თანხმობის“ და ასოციაცია ,,ქალები მრავალეროვანი საქართველოსათვის“ მიერ.

პროექტის ფარგლებში თბილისში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია, რომელზეც შეიკრიბნენ სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილთა თემის წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.

შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის“ თავმჯდომარემ, ქალბატონმა იულია ხარაშვილმა და ასოციაცია ,,ქალები მრავალეროვანი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ალლა ბეჟენცევამ, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს პროექტის ყველა მონაწილეს.

მინისტრის მოადგილემ განსახლებისა და ლტოლვილთა საკითხებში, ქალბატონმა თამარ მარტიაშვილმა, აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს დევნილთა ბევრი საკითხის მოგვარებას, ემსახურება თვითშემეცნებისა და მათი აქტივობის გაზრდას ადგილზე. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ დღეს შემუშავებულია და დასამტკიცებლად მზადდება იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა მიმართ  სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტია დევნილთა მრავალი არსებითი პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოში.

პროექტის ,,თქვენი და ჩვენი უფლებებისთვის!“ განხორციელება მძიმე პერიოდში მიმდინარეობდა. დაემთხვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოში. რესეთის აგრესიის შედეგად საქართველოში დევნილების ,,ახალი ტალღა“ გაჩნდა, რომელთა პრობლემებს აქტიურად აგვარებდნენ ორგანიზაციის წევრები, უწევდნენ რა მათ სოციალურ და ინფორმაციულ დახმარებას.

პროექტი ,,თქვენი და ჩვენი უფლებებისათვის!“ განხორციელდა საქართველოს ხუთ რეგიონში: ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, ბოლნისი, ბორჯომი და უახლოესი სოფლები, სადაც კომპაქტური ცენტრებია განთავსებული დევნილებისთვის, ხოლო მისი ბენეფიციალები 2200 იძულებით გადაადგილებული პირი იყო. ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო შეხვედრები, რომლის მიზანი არა მხოლოდ დევნილთა საკუთარი უფლებების, არამედ სახელმწიფოს წინაშე  მათი მოვალეობების შესახებ ინფორმირება იყო.

შეხვედრის მონაწილეებიდან შერჩეულ იქნა 150 აქტივისტი, რომლებმაც შემდგომში სხვადასხვა ტრენინგი გაიარეს. სემინარებზე ექსპერტები ესაუბრებოდნენ მათ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკასა და შესაძლებლობებზე, მეთოდებსა და თემის აქტივიზაციის საშუალებებზე და გუნდური მუშაობის უპირატესობაზე. საპილოტე რაიონებში შეიქმნა სპეციალური ბიბლიოთეკები.

პერიოდულად რეგიონებში ტარდებოდა მრგვალი მაგიდა და სამოქალაქო ფორუმი იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობით, რომელზეც ერთ–ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენდა დევნილთა განსახლება. პროექტის ფარგლებში გამოიცა ოთხი საინფორმაციო ბიულეტენი, მოეწყო რადიო და ტელე დებატები.

პროექტის განხორციელების შედეგი გახდა დევნილთა საკითხებზე რეგიონალური ექსპერტთა ქსელის, რიგი საინფორმაციო ჯგუფებისა და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა  საქართველოს რეგიონებში.

პროექტის წყალობით მოხდა თემის მრავალი წევრის აქტივიზაცია და ცდილობენ თავად მოაგვარონ პრობლემები ადგილზე.

როგორც პროექტის მონაწილეები ამბობენ: ,,საფუძველი ჩაყრილია. ახლა ჯერი დევნილებზეა“.


თარგმანი: პორტალი ginsc

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker