Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გაეროს მოსახლეობის ფონდის ფართომასშტაბიანი კვლევა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-03-05

გაიმართა ოჯახში ძალადობის შესახებ პირველი ფართომასშტაბიანი კვლევის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

კვლევა ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროექტის ”დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში” ფარგლებში CT Research და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობით.

აღნისნული კვლევა არის ამ ტიპის პირველი ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც ერთდროულად ტარდება ამიერკავკასიის სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში. კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები 2008 წლის აგვისტოში დაიწყო ხარისხობრივი და თვისობრივი მეთოდოლოგიის დახვეწა განვითარებით. მისი დასრულება 2009 წლის შემოდგომაზე იგეგმება. კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაგეგმვას.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბატონი გიორგი წერეთელი და პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ახლადშექმნილ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს წევრები. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საერთაშორისო და არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 

გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისი საქართველოში უკვე მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოსთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან გენდერის საკითხებში ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით.

 

წყარო: პორტალი GINSC

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker