Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

როგორ უყურებს ეკლესია და რა ღირს საქართველოში ხელოვნური განაყოფიერება

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2009-02-18

უშვილობა 21-ე საუკუნის სენია. თანამედროვე მედიცინაში უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდად ხელოვნური განაყოფიერება ითვლება. რა არის უშვილბის მიზეზი? “ფაქტი” ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს, არჩილ ხომასურიძეს ესაუბრა.

_ ბატონო არჩილ, უშვილობის მიზეზი რა არის?
_ უშვილობა ეპიდემია არა, მაგრამ 21-ე საუკუნის სენი ნამდვილად არის. ქართველი წყვილების მინიმუმ, 10% უშვილოა, მსოფლიოშიც დაახლოებით იგივე მაჩვენებელია. უშვილობას მძიმე დაავადებები, სქესობრივი ინფექციები, ენდოკრინული გენეზისი, განვითარების მანკები იწვევს. ქალს დაფეხმძიმობის პრობლემა შეიძლება, სექსუალური კონტაქტის დროს გამოწვეულმა პათოლოგიებმაც შეუქმნას, რომელიც აუცილებლად სამკურნალოა.
_ ხშირია შემთხვევა, როცა სექსუალური პრობლემები მამაკაცს აქვს და, კომპლექსების გამო, ექიმთან არ მიდის? 
_  მსგავსი შემთხვევები, როცა მამაკაცური პრობლემების გამო, ექიმთან არ მიდიამ, საქართველოში ძალიან ხშირია.

_ რომელი ასაკია ფეხმძიმობისთვის საუკეთესო?
_ ამის თქმა ძნელია. თუ ქალი კარგად უვლის საკუთარ თავს,  შვილი, შეიძლება, 50 წლის ასაკშიც გააჩინოს, თუმცა საუკეთესო რეპროდუქციული ასაკად 18-დან 28 წლამდე ითვლება.
_ უშვილო წყვილები ხელოვნურ განაყოფიერებას ხშირად მიმართავენ? 
_ ხელოვნური განაყოფიერების ორი ტიპი არსებობს: როცა მამაკაცი არ არის ვარგისი, ანუ მცირე განაყოფიერება _ ინსემინაცია და მეორე, როცა ქალი არ არის ვარგისი, ექსტრაკორპორალური _ ინვიტრო განაყოფიერება. ჩვენთან დიდ ხელოვნურ განაყოფიერებას დღეში დაახლოებით ერთი ან ორი ქალი იკეთებს.
_ შესაძლებელია, ხელოვნურმა განაყოფიერებამ არ გაამართლოს და ქალი ბუნებრივად დაფეხმძიმდეს?
_ რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მკურნალობის დროს შეიძლება, შედეგი არ იყოს და ქალი მოგვიანებით, მკურნალობას შეწყვეტის შემდეგ დაფეხმძიმდეს. 

_ რა ღირს საქართველოში ხელოვნური განაყოფიერება?
_ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ხელოვნურ განაყოფიერებას სახელმწიფო აფინანსებს. საქართველოში ფასი ყველაზე დაბალია და 3 000-3 500 ამერიკული დოლარი ღირს.
_ არის თუ არა ხელოვნური განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის საუკეთესო საშუალება?
_ არა. უბრალოდ, მკურნალობის ერთ-ერთი გავრცელებული და თანამედროვე მეთოდია. 
_ გასაგებია, რომ ახალ სიცოცხლეს ქმნით, მაგრამ გაქვთ ეკლესიის კურთხევა? 
_ კათალიკოს-პატრიარქის თქმით, ეკლესია არ ერევა სამოქალაქო საქმეებში, თუმცა ეკლესიამ დეტალურად იცის ჩვენი საქმიანობის შესახებ და, ბუნებრივია ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ მიესალმება.


ესაუბრა თამუნა ბერაძე

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker