Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სექსიზმი ქართულ მედიაში

ქეთევან ბარნოვი
კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2009-02-18

,,ღალატი შესაძლოა არა, მაგრამ მომწონს ქართველი მამაკაცის უპირატესობა ქალზე..." ეს მოსაზრება ერთ ახალგაზრდა მამაკაცს ეკუთვნის. ფრაზა სექსისტური გამონათქვამის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან იგი მამკაცის არამოტივირებული უპირატესობის აზრის მატარებელია.

როგორც ცნობილია, სექსიზმი არის ისეთი მტკიცება ან დამოკიდებულება, პიროვნების ისეთ სისტემური დიფერენციაცია, რომელიც ეფუძნება არა მის პიროვნულ ღირსებებს, არამედ მხოლოდ ამა თუ იმ სქესისადმი მის კუთვნილებას, მაშინ, როცა  თითქმის ყველა ქვეყნის ძირითადი კანონი (კონსტიტუცია) ადგენს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია რასის, ასაკის, წარმოშობისა და სქესის მიხედვით, ჩვენთან, ტრადიციულ, პატრიარქალურ საზოგადოებაში, ძირითადად, სექსისტური მიდგომა სწორედ ქალის და არა მამაკაცის მიმართ ვლინდება.

მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს 11 რაიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ამ საკითხით და მათ რაიონში გამომავალი ბეჭდვითი მედიის მონიტორიგნი განახორციელეს, რომლის შესრულებაც შესაძლებელი გახდა `ქალთა ფონდი საქართველოში~ ფინანსური მხარდაჭერით.

შერჩევის შედეგად სექსისტური ფრაზეოლოგია ამოიკრიბა როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონებში გამომავალ ბეჭდვით მედიაში. ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებულად რადიკალური მოსაზრებაა და რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოც იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ამ ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ხშირად არის განხილვის საგანი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ოჯახში გავლენის სფეროების გადანაწილების ტრადიციული დამოკიდებულებების გადახედვის აუცილებლობა. და თითქმის ყოველთვის ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ `ქალები სუსტი არსებები არიან“ და მათ მხოლოდ ,,სამზარეულოში ტრიალი ხიბლავთ“. ამგვარი მაგალითები არც თუ ისე ცოტა მოიძებნა და განზოგადების კარგ საშუალებას იძლევა.

სექსისტური დამოკიდებულება ქალის მიმართ ხშირად ვლინდება როგორც პუბლიკაციის თემების, (მაგ: პოლიტიკური: ,,დარუზრუზობდა და კრიახებდა ტყეშელაშვილი, გუბერნატორები მხარს უბამდნენ“. აი კიდევ: ,,ეს იქნება შიდაოპოზიციური ქალთა კონსულტაცია. კაცებმა მწვადი შევწვათ და ქათმების კრიახს ვუსმინოთ“), რომელიც სხვა თუ არაფერი მოჭარბებული სარკაზმითა და ირონიული ტონითაა გამორჩეული, ასევე - რესპონდენტებისათვის განკუთვნილი კითხვების შერჩევისასაც. `ეთანხმებით მამაკაცების მოსაზრებას, რომ ქალები ლამაზები და სულელები უნდა იყონ?~. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სექსისტური ფრაზეოლოგიის ავტორები უმეტესად რესპონდენტები (და არა ჟურნალისტები) არიან.

რესპოდენტები ძირითადად, ე.წ. ,,გულახდილად მოსაუბრენი“,  ამბის მთხრობელები არიან. ქვემოთ მოხმობილი ამონარიდები ამისი თვალსაჩინო დადასტურებაა: `გარდა ანატომიური ღირსებისა [?!], მამაკაცებს სხვა ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ღირსება გაგვაჩნია“, ან აი კიდევ: `ოჯახში სერიოზული უსიამოვნება მოგვივიდა. დედამთილ-მამამთილიც ჩაერივნენ. დედამთილმა მითხრა, კაცია და ვიღაცასთან `გაიგულავებდა~, აბა, რას იზამდაო..

მოკლედ, კაცების `გაგულავების~ ამბავი ჩვენში მიღებული მოვლენაა. Qქალებს კი ზოგიერთი რამ არ ეკრძალებათ, არ ეკრძალებათ, მაგალითად, მანდილის გამოყენება: `ისევე, როგორც შუა საუკუნეებში, მძიმე მომენტში ამჯერადაც მანდილის ინსტიტუტმა უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა. ბურჯანაძე, ნადირაძე, გოგორიშვილი, ვერულაშვილი, გოცირიძე, ტყეშელაშვილი, შარაშიძე... ბათუმიდან ეკა ხერხეულიძე ჩამოვა (ნებისმიერი ხელისუფლების პირველ დაძახებაზე ჩამოდიოდა და ახლაც ჩამოვა) და გაიმართება შიდასახელისუფლებო ქალთა კონსულტაცია. ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის კვლადაკვალ გენდერული წონასწორობის მაჩვენებლებსაც გავიუმჯობესებთ~.

გენდერული თვალსაზრისით დისკრიმინაციული მიდგომებით ხასიათდება განცხადებები ვაკანსიების შესახებ. განცხადებებში დამქირავებლები  ხშირად მხოლოდ გარკვეული ფიზიკური (და არა ინტელექტუალური) მონაცემების ქალებს ითხოვენ გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად. მაგალითად,  ,,მარკეტინგულ განყოფილებას სასწრაფოდ ესაჭიროება მომხიბვლელი და კომუნიკაბელური გოგონები პრომოუტერებად“. პრესაში არ იბეჭდება საკუთრივ სექსიზმის, როგორც პრობლემის შესახებაც. ქართულ ჟურნალისტურ ეთიკაში ეს საკითხი თამაშგარე მდგომარეობაშია. აზრი მამაკაცის უპირატესობისა ქალთან შედარებით აღიქმება, როგორც ობიექტური, თავისთავად განპირობებული, განხილვას დაუქვემდებარებელი. (მაგ:  ,,ღმერთმა ხატად თავისა შექმნა ჯერ ადამი, ადამის ნეკნისაგან (და არა ფრჩხილისაგან) შექმნა სიცოცხლის საწყისი, ევა... შეიქმნა მრავალი რელიგიაც, სადაც თითქმის ერთნაირად აღიარებენ, რომ ქალი მამაკაცზე ერთი საფეხურით მაინც დაბლა დგას.")

საერთო სურათი ცხადყოფს, რომ ჟურნალისტები ნაკლებად, თუმცა გარკვეულ წილად მაინც  ინტერესდებიან ქალთა საკითხებით. იწერება ძალადობის (გაუპატიურების), ქალის უფლებების, გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახში, საზოგადოებაში  ქალის როლის შესახებ. რეგიონულ პრესაში მხოლოდ გაზეთ `ბათუმელებს~ აქვს რუბრიკა `გენდერი". რუბრიკა ძირითადად ქალთა უფლებების თემაზე შექმნილ პუბლიკაცებს აერთიანებს.

თუ ქართულ პრესას გადავხედავთ, სექსისტური დამოკიდებულებები უფრო ხშირია მრავალტირაჟიან, ურბანისტულ, ყვითელ მედიაში. რაც უფრო მრავალტირაჟიანია გამოცემა, მით უფრო მეტად ასახავს საზოგადოებაში ქალის ჩართულობისა და გენდერულ თემებს, შესაბამისად უფრო მეტად ფიქსირდება სექსისტური ელემენტები,  (,,ამ ცნობას სიხარულის ტკციალ-კრიახით შეხვდნენ ნათია ლაზაშვილი, თეო ტლაშაძე, ქეთი მახარაშვილი და ნანა ლეჟავა. Mმერე იტყვიან: გენდერიო. გენდერი, არა, მუქი!”)  სექსისტური გამოვლინებები უხვად გვხვდება გრაფიკულ მასალაშიც (ფოტო, რეკლამა, რეპროდუქცია, კოლაჟი).  ქართულ რეგიონულ მედიაში ტექსტუალური სექსისტური მასალა იმდენად მოცულობითი არ არის, როგორც ცენტრალურ ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა მაინც გვხვდება. ქალთა საკითხებს ეძღვნება როგორც ვრცელი, ასევე მცირე ზომის, ხშირად ფოტოებით გაფორმებული პუბლიკაციები. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფოტოები არ უკავშირდება პუბლიკაციის შინაარსს.

ზემოთმოყვანილი ციტატები მონიტორინგის პერიოდში (2008 წლის იანვრისა და თებერვლის თვე) მოპოვებული მასალის მხოლოდ ნაწილია. მათი მსგავსი სექსისტური მიდგომები განიხილება და აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, თავისთავად განპირობებული, აპელაციას დაუქვემდებარებელი პოზიტიური მტკიცებები, რაც თავისთავად დისკრიმინაციაა და მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება საჭიროებს უფრო მეტ ცოდნასა და განათლებას სექსიზმის, როგორც ასეთის შესახებ. ისე ურიგო არ იქნებოდა თუ საზოგადოება გაცილებით მეტ ყურადღებას მიაქცევს იმ გამონათქვამებს, ფოტო და ხშირ შემთხვევაში ცნობილი ბიზნეს ჯგუფების რეკლამებს, რომელთა ნაკადიც ნებით თუ უნებლიედ  ხელს უწყობს იმ ტენდენციების დანერგვას, რომელიც სხვა რომ არაფერი ვთქვათ საკმაოდ შორს არის იმ აზრიდან, რომ ,,ყველა ადამიანი თანასწორია რასის, ასაკის, წარმოშობისა და სქესის მიხედვით“.

პ.ს. მონიტორინგი განხორციელდა 18 რეგიონალურ, 3 ელექტრონულ და 3 ცენტრალურ ბეჭდვით გამოცემაზე. ზემოთაღნიშნული ციტატები სწორედ ამ გამოცემებიდან არის მოყვანილი.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker