Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირანის სპორტის ფედერაციის პირველი ქალი მდივანი ქვეყანაში დაბრუნებაზე უარს ამბობს

კატეგორია: სპორტი 
2020-01-16

შოჰრე ბაიათმა- ირანის სპორტის ფედერაციის პირველმა ქალმა გენერალურმა მდივანმა და ასევე ჭადრაკის ფედერაციის ყოფილმა მდივანმა გადაწყვიტა არ დაბრუნებულიყო ქვეყანაში მის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

 

მსოფლიოში უმაღლესი დონის საერთაშორისო არბიტრებს შორის მხოლოდ რამდენიმე ქალია, მათ შორის შოჰრე ბაიათი. აზიაში კი ის ერთადერთი ქალი საერთაშორისო არბიტრია.

 

32 წლის ირანელისთვის, ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც 3-26 იანვარს ჩინეთის ქ. შანხაიში და რუსეთის ქ. ვლადივოსტოკში იმართება,  მნიშვნელოვანი კარიერული მოვლენაა, სადაც ის პირველად მთავარი მსაჯის როლს ასრულებს.

 

ჩემპიონატის მსვლელობისას გადაღებულმა შოჰრე ბაიათის ფოტოებმა, სადაც ის ჰიჯაბის გარეშეა დაფიქსირებული ირანულ მედიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

 

 

 

შოჰრე ბაიათი ამბობს, რომ ახლა შიშობს თავისი უსაფრთხოების გამო და ასევე აღნიშნავს, რომ ირანში დაბრუნების შემდეგ ის შესაძლოა დააკავონ დრესკოდის დარღვევის გამო, რომელიც დაწესებულია ქალებისთვის ისლამურ სახელმწიფოში.

 

”ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება ჩაიცვას ისე, როგორც მათ სურთ“- განმარტავს შოჰრე ბაიათი.

 

შოჰრე ბაიათმა სამშობლოში დაბრუნებისას მისი უსაფრთხოების გარანტიის თხოვნით მიმართა ირანის ჭადრაკის ფედერაციას, თუმცა ფედერაციამ უარი თქვა მის მოთხოვნაზე.

 

უარის მიღების შემდეგ, დაბრუნება ირანში, მისი აზრით, სარისკოა.

 

 

"ირანში ბევრი ქალია, რომლებიც ჰიჯაბის გამო მოხვდნენ ციხეში. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მათ შეუძლიათ მე სამაგალითოდ დამსაჯონ", - განმარტავს  ბაიათი და დასძენს, რომ იგი პანიკაში ჩავარდა, როდესაც დაინახა რა რეაქცია მოჰყვა მისი ფოტოების გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker