Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირანში ცეკვა ქალების დაპატიმრების მიზეზი გახდა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-11-04

სამი ქალი ირანში ცეკვის გამო დააპატიმრეს, მათ თავიანთი ცეკვის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ატვირთეს. თითოეულ მათგანს ქსელში ათასობით მიმდევარი ჰყავს. ინფორმაციას France24 The Observers ავრცელებს.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირანში ცეკვა ქალების დაპატიმრების მიზეზი გახდა. ინსტაგრამზე მოცეკვავეების მხოლოდ ინიციალები იყო მითითებული, თუმცა ირანის ხელისუფლებამ მათი ვინაობა გაარკვია, სამივე ქალი: სარა აფშარინი, სარა შარიათმადარი და ნილუფარ მოტიე “shuffle dance” – ის მასწავლებელია, ეს ავსტრალიაში წარმოქმნილი ცეკვის მიმდინარეობაა ელექტრონული მუსიკის თანხლებით.

 

 

 

 

 

 

მოცეკვავე ქალები ოფიციალურად ,,უხამსი მასალის შექმნაში“ დაადანაშაულეს და თეირანიდან 40 კილომეტრის დაშორებით, ქარჩაკის ქალთა ციხეში გადაიყვანეს, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე პირობებითაა ცნობილი.

 

 

 

ირანის ხელისუფლება აკვირდება და ებრძვის სოცქსელებში გავლენიან ადამიანებს, ვის პოსტებსაც ბევრი ადევნებს თვალს.

 

 

2018 წლის ივლისში დააკავეს ასევე ირანელი მოცეკვავე ქალი მაედე ჟოჟაბრი, რომელსაც 600 000 მიმდევარი ჰყავდა სოციალურ ქსელში.

 

 

 

ამავე პერიოდში ირანის ხელისუფლებამ დაბლოკა ცნობილი ტურისტული საიტი, რომელზეც დაიდო მატარებელში ტურისტების ერთობლივი ცეკვის ამსახველი ვიდეოკადრები.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker