Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-04-24

გაეროს უშიშროების საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო გერმანიის მიერ  შემოთავაზებული რეზოლუცია, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის პრევენციას გულისხმობს.

 

 

რეზოლუციის სასარგებლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა მისცა ხმა, ხოლო რუსეთმა და ჩინეთმა დოკუმენტში შესულ მთელ რიგ დებულებებზე უთანხმოების გამო კენჭისყრის დროს თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

 

რეზოლუცია სექსუალურ ძალადობას აღიარებს ომის ტაქტიკად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხად, რომელიც უშიშროების თვალსაზრისით რეაგირების აუცილებლობას წარმოშობს.

 

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭო „მოუწოდებს კონფლიქტში მონაწილე მხარეებს უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. სამშვიდობო შეთანხმებები უნდა მოიცავდეს დებულებას, რომელშიც კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში სექსუალურ ძალადობას აძლევს აკრძალული ქმედების კვალიფიცირებას. მხარეებმა ასევე უნდა უზრუნველყონ პოლიტიკურ პროცესებში ქალების კონსტრუქციული მონაწილეობა". რეზოლუცია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "სექსუალური ძალადობა უნდა იყოს გამორიცხული იმ დანაშაულებების სიიდან, რომელიც ექვემდებარება ამინისტიას".

 

 

რეზოლუციის პროექტის წარდგენისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა აღნიშნა, რომ ის, პირველ რიგში, მიზნად ისახავს "ასეთი ტიპის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას".

 

თავდაპირველად, ვაშინგტონმა ასევე გააპროტესტა რეზოლუციის დებულება, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხებოდა და გაუპატიურების შედეგად ორსულობის დროს აბორტების საშუალებას იძლეოდა. აშშ-ს მხრიდან ზეწოლის შედეგად მოხდა ამ დებულების დარედაქტირება. თუმცა, აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჯონატან კოენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრობლემის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აღიარებენ იმ ფაქტს, რომ სექსუალური ძალადობა კონფლიქტების დროს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხია.

 

მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევის მიუხედავად მდგომარეობა, რომელიც შექმნილია შეიარაღებული კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის მხვრივ  არ იცვლება. ამის შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში პრამილა პატენმა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker