Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ელენე რუსეცკაია გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-11-12

ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია ტელეკომპანია დია-ს გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ მიიღო მონაწილეობა.

 

ელენე რუსეცკაიამ ადგილობრივ დონეზე შექმნილ გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ მექანიზმებზე, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმებზე და მათი ეფექტიანი განხორციელებისთვის, ადგილობრივი თემების გააქტიურებაზე ისაუბრა. 

 

ასევე ელენე რუსეცკაიამ ისაუბრა ახალ კოალიციურ პროექტზე „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება, დაამპროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ შესახებ და გაამახვილა ყურადღება ადგილობრივ დონეზე გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლაკალიზაციის აუცილებლობაზე.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 68  მუნიციპალიტეტში შეიქმნა გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოები. 66  მუნიციპალიტეტში  შემუშავდა    გენდერული  თანასწორობის   მუნიციპალური სამოქმედო  გეგმები. დღეის მდგომარეობით დამტკიცებულია  41 მუნიციპალიტეტში და ეს პროცესი გრძელდება,  აქედან სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის ბიუჯეტი გამოყო  8 მუნიციპალიტეტმა. გენდერული თანასწორობის მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმებში ასევე მოხდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის ხელშეწყობა. 34 მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმაში ასახულია გუსრ 1325 საკითხები. აქედან 12 მუნიციპალიტეტს ეს სამოქმედო გეგმა დამტკიცებული აქვს.

 

ამ პროცესში, აქტიურ მონაწილეობას ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ორგანიზაციის ექსპერტები ღებულობდნენ.

 

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker