Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გრძელდება დაპირისპირება ქალთა უფლებადამცველების დაკავებასთან დაკავშირებით

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-08-07

კანადასა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა საუდის არაბეთში ქალი უფლებადამცველების დაპატიმრების გამო დაიძაბა.

 

კანადის საელჩომ  მოუწოდა საუდის ხელისუფლებას "დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს" უფლებადამცველები.

 

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰრისტი ფრილანდმა განაცხადა, რომ ის "უკიდურესად შეშფოთებულია" ქალი უფლებადამცველის სამარ ბადავის და მისი ძმის, ბლოგერი რაიფ ბადავის პატიმრობით და ორივეს განთავისუფლებას მოითხოვს.

 

"კანადა ყოველთვის მხარს დაუჭერს ადამიანის და ქალთა უფლებების დაცვას, ეს პოზიცია არ შეიცვლება", - განაცხადა ფრილანდმა პრეს-კონფერენციაზე.

 

კანადის დიპლომატების განცხადების შემდეგ, საუდის არაბეთის ელჩმა დატოვა ოტავა, საუდის ხელისუფლებამ კი მოსთხოვა კანადის ელჩს დატოვოს ერ-რიადი 24 საათის განმავლობაში.

 

გარდა ამისა, საუდის არაბეთმა გაყინა ყველა ახალი სავაჭრო და საინვესტიციო კონტაქტები კანადასთან.

 

ასევე საუდის არაბეთი კანადასთან არსებულ საგანმანათლებო გაცვლით პროგრამებს წყვეტს და სტუდენტებს, რომლებმაც სტიპენდია მიიღეს, სასწავლებლად სხვა ქვეყნებში გადაიყვანს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია Al Arabiya ავრცელებს.


ტეგები: ქალი უფლებადამცველი კანადა საუდის არაბეთი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker