Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2018-08-07

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ახალშობილი ბავშვებით ვაჭრობდნენ. ატიკას რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ აიყვანეს ცხრა ადამიანი. მათ შორის საქა​რთველოს ერთი მოქალაქე. დანარჩენები კი ბულგარელები არიან.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ვაჭრობდნენ ახალშობილი ბავშვებით. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა კონტაქტი დაამყარეს 40 წლის ქართველთან, რომელიც დაჯგუფებაში შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. მან ცოლ-ქმრად შენიღბულ ოფიცრებს ახალშობილი 18 000 ევროდ აყიდინა. ამის შემდეგ პოლიციამ დამნაშავეები აიყვანა. მათ შორის აღმოჩნდნენ ქალები, რომლებმაც ახლახანს გააჩინეს ბავშვი და მათ გაყიდვას აპირებდნენ. ასევე ერთი ორსული.

 

პოლიციამ 9 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო. საქმის გამოძიება გრძელდება.


წყარო 

ტეგები: საბერძნეთი ახალშობილი ბავშვებით ვაჭრობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker