Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქართველოში 17 ათასი მონაა

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2018-07-24

2018 წლის გლობალური მონობის ინდექსის (The Global Slavery Index 2018) მიხედვით საქართველო 167 ქვეყნიდან 80-ე ადგილს იკავებს. ინდექსი შედგენილია უფლებადამცველი ორგანიზაცია "Walk Free Foundation"-ის მიერ.

 

კვლევის თანახმად, საქართველოში 17 ათასი ადამიანი თანამედროვე მონობის პირობებში ცხოვრობს. კვლევაში Walk Free Foundation-ი თანამედროვე მონობაში გულისხმობს ადამიანის ექსპლუატაციას, რომლის დროს მას აიძულებენ განახორციელოს სხვადასხვა სახის საქმიანობა  ძალადობის, იძულების, არასათანადო მოპყრობის ან მოტყუების გზით.

 

გლობალური მონობის რეიტინგის თანახმად, საქართველო აზერბაიჯანისა და რუმინეთის შორის არის განთავსებული, რომლებიც შესაბამისად 79-ე და 81-ე ადგილს იკავებენ.

 

რაც შეეხება უახლოეს მეზობელ ქვეყნებს - თურქეთი 48-ე ადგილს, ხოლო სომხეთი 68 ადგილს იკავებს.

 

პირველ ადგილს მსოფლიო მონობის რეიტინგში იკავებს ჩდილოეთ კორეა. ათეულში ასევე შედიან: ერიტრეა, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ავღანეთი, მავრიტანია, ჩრდილოეთი სუდანი, პაკისტანი, კამბოჯა და ირანი.

 

იაპონია (167), ტაივანი (165), ახალი ზელანდია (164), ავსტრალია (163), ჩილე (162), მავრიკი (161), ურუგვაი (160), კოსტა რიკა (159) და ამერიკის შეერთებული შტატები (158)- რეიტინგის ლიდერები არიან.

 

2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 40.3 მილიონი ადამიანი თანამედროვე მონობის პირობებში ცხოვრობდა, მათ შორის უმრავლესობას ქალები და გოგონები წარმოადგენენ- დაახლოებით 29 მილიონი (71%).

 

პირველად, გლობალური მონობის ინდექსი 2013 წელს გამოქვეყნდა და მაშინ საქართველოს მაჩვენებლები უფრო დაბალ რეიტინგული იყო: 50-ე ადგილი 162 ქვეყანას შორის.

ტეგები: გლობალური მონობის ინდექსი საქართველო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker