Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საჩივრის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გენდერული სტატისტიკის წარმოება დაიწყო

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-07-17

2018 წლის 10 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადმინისტრაციული საჩივარი და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დაავალა ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი გენდერული სტატისტკის დამუშავება და გაცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია PHR-ი ავრცელებს

 

სტამბოლის კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე PHR-მა 2018 წლის 01 მაისს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა შემდეგი გენდერული სტატისტიკის გადაცემა:

 

• ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახის წევრის მიმართ გამოცემულ შემაკავებელ და დამცავ ორდერთა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების მაჩვენებელი ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით და აქედან რამდენი იქნა გაუქმებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

 

• 2017 წლის პირველი ივნისიდან დღემდე გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე გამოცემულ შემაკავებელ და დამცავ ორდერთა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების მაჩვენებელი ძალადობის ფორმებისა მიხედვით და აქედან რამდენი იქნა გაუქმებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის წერილით PHR აცნობა, რომ სასამართლო სტატისტიკას არ აწარმოებს გენდერული ნიშნისა და ძალადობის ფორმების მიხედვით. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებულ იქნა ორგანიზაციის მიერ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა PHR-ის პოზიცია და განმარტა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ინახება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ინფორმაციის დამუშავება მოითხოვს მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსსა და დროს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით (სტამბოლის კონვენცია) საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ამ ინფორმაციის დამუშავება და ხელმისაწვდომობია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

გენდერული სტატისტიკის წარმოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. PHR აგრძელებს სახელმწიფო უწყებების მიერ სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემების წარმოების მონიტორინგს.


 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 04 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა PHR-ის საჩივარი და გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, იმ ნაწილში, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემაზე.

წყარო 

ტეგები: სტამბოლის კონვენცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გენდერული სტატისტიკა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

1325-ის ლოკალიზაცია: სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდში

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker