Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირლანდიაში გაიმართება რეფერენდუმი ოჯახში ქალის როლზე

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-07-06

ირლანდიაში გაიმართება რეფერენდუმი, რომელიც მიზნად ისახავს კონსტიტუციის ერთ–ერთი მუხლის შეცვლას. მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს "უზრუნველყოს სათანადო პირობები და მისცეს ქალებს შესაძლებლობა არ დასაქმდნენ, რათა უფრო მეტი დრო მიუძღვნან თავიანთი მოვალეობების შესრულებას ოჯახში".

 

ეს იქნება უკანასკნელი რეფერენდუმი ირლანდიის კონსერვატიული კონსტიტუციის განახლების პროცესში, რომელიც მიღებულ იქნა 1937 წელს.

 

"ირლანდიის კონსტიტუცია ოფიციალურად იქნა მიღებული 80 წლის წინ. ნათელია, რომ  41.2 მუხლი მოძველებულია და არ უნდა იყოს ჩვენს კონსტიტუციაში ", - განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ჩარლი ფლანაგანმა.
"მუხლი არ პასუხობს ქვეყნის დღევანდელ მიზნებს, რომელიც რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევას გულისხმობს და არ უზრუნველყოფს ქალებისთვის რეალური არჩევანის გაკეთების პირობებს, თუ როგორ განკარგოს საკუთარი ცხოვრება", - განაცხადა მან.

 

ირლანდია დიდი ხნის მანწილზე ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული ქვეყანა იყო ევროპაში, თუმცა ბოლო ათწლეულებში ეს მდგომარეობა სწრაფად იცვლება. 2015 წლის რეფერენდუმის შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციაში შევიდა მუხლი ჰომოსექსუალური ქორწინების შესახებ, 2018 წელს კი გაუქმდა მუხლი აბორტის აკრძალვის შესახებ.

 

რეფერენდუმი გაიმართება ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარდეს.

ტეგები: ირლანდია რეფერენდუმი ქალი ოჯახი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

1325-ის ლოკალიზაცია: სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდში

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker