Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თამარ მეარაყიშვილმა ახალგორში უვადო შიმშილობა დაიწყო

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-07-06

საოკუპაციო რეჟიმის მიერ სახლში გამოკეტილმა სამოქალაქო აქტივისტმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა - თამარ მეარაყიშვილმა ახალგორში უვადო შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 

ტელეკომპანიის ცნობით, ამ გზით მეარაყიშვილი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. უკვე ერთი წელია, ახალგორელი ტყვე ქალი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დევნის ობიექტია.

 

ცხინვალი სამოქალაქო აქტივისტს მაშ შემდეგ დაუპირისპირდა, რაც აგვისტოს ომი შემდეგ ახალგორი არ დატოვა და ადგილიდან საოკუპაციო რეჟიმის კრიტიკა დაიწყო.

 

მეარაყიშვილის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმმა სისხლის სამართლის სამი საქმე აღძრა. ღიად სამოქალაქო აქტივის მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც თამარა მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას ინტერვიუ მისცა, სადაც წერდა, როგორ ინაწილებენ რეჟიმის წარმომადგენლები შემოსავლიან სფეროებს ოკუპირებულ რეგიონში.

 

ამ კომენტარის გამო მეარაყიშვილს უკვე ერთი წელია, სასამართლო სხდომებზე სიარული უწევს, მას ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლება ჩამორთმეული აქვს.

 

ის, რომ მეარაყიშვილი პრაქტიკულად ტყვეობაშია, ადასტურებენ საქართველოს მთავრობაშიც, თუმცა შერიგების მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ საქართველო ცენტრალური ხელისუფლება უძლურია დაიცვას საქართველოს მოქალაქე, რადგან ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება.

 

შინაპატიმრობაში მყოფი აქტივისტი ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო განხილვის დაწყების მოლოდინშია, სადაც პროკურატურის მტკიცებულებები ათობით ადამიანის ცრუ ჩვენებაა. მეარაყიშვილის თქმით, ცხინვალის ხელისუფლება დევნის ყველას, ვისაც კი რამე კავშირი აქვს ან ჰქონდა ქართველებთან, მათ შორის ადგილობრივ მოქალაქეებსაც.

 

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერულმა საბჭომ ექვსი თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცე

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავა

თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker