Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უმა თურმანმა ახსნა, როტომაა გაბრაზებული ჰარვი ვაინშტეინსზე

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-02-05

The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით "აი, რატომ იყო უმა თურმანი ასეთი გაბრაზებული".

 

გასული წლის ოქტომბერში, როდესაც ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორის ჰარვი ვაინშტეინის ირგვლივ სექსუალური შევიწროების შესახებ სკანდალი აგორდა, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება უმა თურმანსაც სთხოვეს.

 

ცნობილმა მსახიობმა მაშინ ასეთი კომენტარი გააკეთა: "მე მივხვდი, რომ როდესაც რამეს განრისხებულ გულზე ვამბობ, შემდეგ აუცილებლად ვნანობ. ამიტომ ველი, როდის გადამივა ბრაზი და როდესაც მზად ვიქნები, ვიტყვი იმას, რაც უნდა ვთქვა".

 

1 თვის შემდეგ უმა თურმანმა განაცხადა, რომ ჰარვი ვაინშტეინი ტყვიასაც კი არ იმსახურებს.

 

მსახიობმა გამოცემასთან ინტერვიუში საკუთარ ისტორიაზე ისაუბრა. უმა თურმანის თქმით, 16 წლის ასაკში ის 20 წლით უფროსმა მსახიობმა გააუპატიურა, რომელიც კლუბში გაიცნო.

 

რაც შეეხება ჰარვი ვაინშტეინს, რომლის ფილმმა "მაკულატურა" თურმანს პოპულარობა მოუტანა, თავდაპირველად მასთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. "ის საათობით განიხლავდა ჩემთან ჩემ მუშაობას, აქებდა ჩემს ჭკუას და შესაძლოა ამან მოადუნა ჩემი ყურადღება"- აცხადებს მსახიობი.

 

 

 

თუმცა თურმანის თქმით, პროდიუსერი მას მალე დაესხა თავს. ეს კი ლონდონის სასტუმროში მოხდა. ვაინშტეინმა ის საწოლზე წააქცია და მსახიობის განმარტებით,"ყველა უსიამოვნო ხერხს" მიმართა.

 

თურმანი იხსენებს, რომ მისგან თავის დაღწევა მოახერხა, მეორე დღეს კი ვაინშტეინმა ვარდების თაიგული გამოუგზავნა და "არაჩვეულებრივი ინსტიქტებისთვის" შეაქო.

 

როდესაც პროდიუსერი კიდევ ერთხელ შეეცადა თურმანის ნომერში შეღწევას, თურმანი მას დაემუქრა, რომ ყველას მოუყვება ამის შესახებ და ის კარიერას, რეპუტაციას და ოჯახს დაკარგავს. თუმცა საპასუხოდ ვაინშტეინი მას კარიერის დანგრევით დაემუქრა.

თურმანის თქმით, მას შემდეგ ის ვაინშტეინს მტრად აღიქვამდა და მომხდარის შესახებ ფილმის რეჟისორს კვენტინ ტარანტინოს მოუყვა, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

 

 

გასული წლის ოქტომბერში ტარანტინომ აღიარა, რომ ვაინშტეინის ქცევების შესახებ იცოდა.

 

უმა თურმანს ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "მაკულატურა" და "მოკალი ბილი". ორივე ფილმის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო, რომელსაც ათობით ქალმა სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დასდო ბრალი.


წყარო 

ტეგები: უმა თურმანი ჰარვი ვაინშტეინი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker