Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ვიქნები მომხრე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-12-22

მომხრე ვიქნები, ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ - პირადად დავუჭერ მხარს, მაქსიმალურად, რამდენჯერმე გავამკაცროთ კანონმდებლობა ამ მიმართულებით, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

 

 

მისი შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში უბედურება ხდება და არის სამარცხვინო მდგომარეობა.

 

 

”ჩვენი ქვეყნის უმძიმესი პრობლემაა ქალთა მიმართ ძალადობა. მართლაც და, ქვეყნის ღირსების საკითხია - რაღაცებით მოგვაქვს თავი და, დღე და კვირა არ გავა, რომ მამაკაცმა, თუ შეიძლება მას მამაკაცი ეწოდოს, ცოლი თუ ყოფილი ცოლი არ მოკლას, თან ძალიან სასტიკი ფორმით. ამ მიმართულებით უბედურება ხდება ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა როგორც კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე კულტურული და მენტალური პრობლემა გახლავთ. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. ვიქნები მომხრე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. იუსტიციის მინისტრმა გარკვეული ცვლილებები დააინიცირა, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. ის, რაც ამ მიმართულებით ხდება, არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. მომხრე ვიქნები, პირადად დავუჭერ მხარს, რომ მაქსიმალურად, კიდევ უფრო რამდენჯერმე გავამკაცროთ კანონმდებლობა, რომ არ გვქონდეს ასეთი დრამატული სურათი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

წყარო 

ტეგები: ქალთა მიმართ ძალადობა გიორგი კვირიკაშვილი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker