Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რუსეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები იძულებულები არიან გადაიხადონ ჯარიმები მოძალადე ქმრების ნაცვლად

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-12-19

2017 წლის თებერვალში რუსეთმა მიიღო ცვლილება კანონში, რომლის თანახმად მოხდა  ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაცია. ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, თუ ის განხორციელდა წელიწადში ერთხელ, გამოიწვია სისხლჩაქცევები და არა მოტეხილობები, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 15 დღის ვადით ან ჯარიმით 5-დან 30 000-დე რუბლით. თუ ერთი წლის და ერთი საათის შემდეგ მოძალადემ განმეორებით იძალადა მსხვერპლზე, ის კვლავ ჯარიმას გადაიხდის.

 

ადრე ეს დანაშაული ორწლიანი პატიმრობით ისჯებოდა.

 

უფლებადამცველების განცხადებით, რომლებიც უწევენ დახმარებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ქალები იძულებულები არიან, ეს ჯარიმები ოჯახის ბიუჯეტიდან გადაიხადონ, რადგან ხშირ შემთხვევაში მოძალადე ქმრები უარს ამბობენ ჯარიმის გადახდაზე და თანხა  საერთო საბანკო ანგარიშიდან იქვითება.

 

უფლებადამცველები ასევე აცხადებენ, რომ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ქალებისთვის ჯარიმების გადახდის საფრთხე კიდევ ერთი გადაუჭრელი დაბრკოლება გახდა.

 

2017 წელს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რუსეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, რაც მიუთითებს არა კანონის ეფექტურობაზე, არამედ პოლიციისადმი მიმართვიანობის შემცირებაზე.

 

რუსეთი იმ 18 ქვეყნის შორისაა, რომელთა კანონები ყველაზე ცუდად იცავენ ქალებს ძალადობისაგან.

 

 

 

Domesticviolence.ru - ის მონაცემებით, რუსეთში ყოველწლიურად 16 მილიონზე მეტი ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხდება, თუმცა მათგან მხოლოდ 10% -თი მიმართავს პოლიციას.

 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურად ოჯახში ძალადობის შედეგად, 14,000 ქალი იღუპება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველ 40 წუთში ერთხელ ერთ ქალს კლავენ.

წყარო 

ტეგები: რუსეთი კანონი ოჯახში ძალადობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker