Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ევროკომისია იწყებს ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ახალ ეტაპს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-11-22

ევრობარომეტრის (Eurobarometer) მიერ გამოქვეყნებულ ახალ  გამოკითხვაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კვლავ არ არის მიღწეული გენდერული თანასწორობა.

 

ევროკომისია კონკრეტულ ღონისძიებებს და ორწლიან "სამოქმედო გეგმას" განახორციელებს, რომლის ფარგლებში უნდა შემცირდეს კაცებსა და ქალებს შორის ხელფასებში სხვაობა. ეს უნდა განხორციელდეს ევროკომისიის 2019 წლის მანდატის დასრულებამდე.

 

ევროკავშირში ქალები კაცებთან შედარებით საშუალოდ 16.3% ნაკლებ ანაზღაურებას ღებულობენ და ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

 

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნებისათვის 8 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალების თანაბარი უფლებები სამუშაო ადგილზე. ერთ - ერთი წინადადება კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი ანაზღაურება.

 

ამავე დროს, ევრობარომეტრის გამოკითხვის შესაბამისად, ევროპელების 90%-ს  მიუღებლად მიაჩნია, რომ ქალები კაცებთან შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას ღებულობდნენ  ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებისათვის.

 

განცხადებები გაკეთდა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ქალთა უფლებებს მიეძღვნა.

ტეგები: ევროკომისია სამოქმედო გეგმა ქალთა უფლებები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker