Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროვებაში კვლავ დაადანაშაულეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-11-10

პორტია დე როსიმ მსახიობი და პროდიუსერი სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. სერიალების "განვითარების შეფერხება" და "სკანდალი" ვარსკვლავმა ამის შესახებ თვითერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა და თქვა, რომ შემთხვევა სტივენ სიგალის ფილმის კასტინგზე მის ოფისში მოხდა.


 

„მან მითხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეკრანიდან წამოსული ურთიერთსიმპათიები. დამაჯდა და ტყავის შარვლის ელვა გაიხსნა.“- ნათქვამია პოსტში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

პორტია დე როსი, ცნობილი ტელეწამყვანის ელენ დეჯენერისის ცოლია. ელენმა თავის მეუღლეს მხარდაჭერა თვითერის პოსტითვე გამოუცხადა.


„მე ვამაყობ ჩემი ცოლით“-დაწერა მან.

 

 

 

 



სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროვებაში დე როსის გარდა, კიდევ ორმა ქალმა, "კარგი ცოლის" ვარსკვლავმა ჯულიანა მარგულისმა და მსახიობმა და ჟურნალისტმა ლიზა გურერომ დაადანაშაულა.


 

მარგულისის თქმით, ის 23 წლის იყო, როცა სტივენ სიგალთან კასტინგზე სასტუმროში მივიდა და მიუხედავად იმისა, რომ ეგონა ქალი რეჟისორი დახვდებოდა იქ, სიგალთან ერთად ოთახში მარტო აღმოჩნდა.

 

 

 

 

„მე მისი იარაღი დავინახე. ცხოვრებაში პირველად ვნახე ნამდვილი იარაღი. არც მახსოვს, როგორ გამოვიქეცი ოთახიდან. მთელი გზა ვყვიროდი.“-განაცხადა ჯულიანა მარგულისმა.

 

ლიზა გურეროს თქმით, კი, სტივენ სიგალი სასტუმროში კასტინგის დროს მხოლოდ პირსახოცით დახვდა და სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარგი როლი შესთავაზა. გურერო შეთავაზებას არ დასთანხმდა, თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ წლების განმავლობაში იღებდა სიგალის სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ავტომოპასუხეზე.

 

მსახიობი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

1325-ის ლოკალიზაცია: სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდში

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker