Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა უფლებების მასშტაბური კვლევის მიხედვით საქართველო 53-ე ადგილზეა

სოფო დადიშვილი
კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-10-27

ოსლოს მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა და ჯორჯტაუნის ინსტიტუტმა ერთობლივი კვლევა გამოაქვეყნეს, რომელშიც მსოფლიოს 153 ქვეყანაში ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული პროგრესის ინდექსს აფასებს. სიაში საქართველოც მოხვდა რომელიც 53-ე ადგილზეა  0.727 მაჩვენებლით. ქვეყანას ყევლაზე ცუდი მდგომარეობა ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობის მხრივ აქვს.

 

 

სიის სათავშეი ისლანდია და ნორვეგიაა, ბოლო ადგილებზე კი სირია და ავღანეთი. კვლევაში შეფასებულია გენდერული თანასწორობისთვსი საჭირო 11  კომპონენტი, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, დაცულობა, დასაქმება და სხვა. საბოლოოდ ქვეყნებს შორის დიდი უთანასწორობა გამოიკვეთა.

 

 

საქართველოში, ყველა კომპონენტების დაჯამებით, ქალთა უფლებების კუთხით საშუალო მდგომარეობაა. თუმცა ქვეყანა ტოპ 10 ქვეყანაშია, სადაც ბიჭ შვილებს ანიჭებენ უპირატესობას და 100 ახალშობილ გოგოზე 111 ახალშობილი ბიჭი მოდის. საქართველოს ამ კუთხით ინდოეთის მსგავსი მაჩვენებელი აქვს.

 

 

ქვეყანაში არც ისე კარგი მდგომარეობაა ქალთა დასაქმებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის კუთხითაც. გოგონების განათლების მხრივ კი  ვითარება დადებითადაა შეფასებული.

 

 

კვლევაში რამდენიმე პარადოქსული ქვეყანაც გამოიკვეთა, სადაც ქალთა რაოდენობა მაღალია აკადემიურ წრეებში და სხვა პოზიციებზე, თუმცა პოლიტიკურ თანამდებობებზე არ არიან წარმოდგენილნი. ასეთ პარადიქსულ ქვეყნად თურქეთი სახელდება.

 

 

კვლევის ავტორები ინდექსის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნავენ რომ ქალთა უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა და მათი ჩაგვრა, ხშირად მიმანიშნებელია ქვეყნებში სამომავლო არასტაბილურობასა და კონფლიქტზე.

 

 

გლობალური ინდექსის გამოთვლის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა, რომელიც გაერომ 2 წლის წინ დაამტკიცა და მისი მიზნები 2030 წლისთვის უნდა იყოს მიღწეული. მდგრადი განვიტარება მსოფლიოში განათლებაზე წვდომის გაზრდასა და დისკრიმინაციის დასრულებას გულისხმობს. ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების ინდექსი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ განახლდება.

ტეგები: კვლევა ქალები მშვიდობა უსაფრთხოება ინდექსი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker