Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალ(ბატონ)ებო, დაე, დღეიდან თქვენვე იყოთ საკუთარი თავის ბატონი!

სალომე მოდებაძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-10-05

როგორი შეიძლება იყოს 50 წელს გადაცილებული ქალის ცხოვრება როდესაც მოხუცი მშობლები, საყვარელი ქმარი და ზრდასრული შვილები ჰყავს. "კარგ" უბანში ცხოვრობს, მუშაობს და მეგობრებიც ჰყავს. არც ხელფასს უჩივის და არც ჯანმრთელობას... განა ეს არ არის საკმარისი ბედნიერება? მეტი რა შეიძლება ინატროს ასეთმა ქალმა?

 

 

 

 

 

 

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ქალმა, რომელსაც"ყველაფერი" ჰქონდა, საკუთარი თავი დაკარგა. დაკარგა საკუთარი თავი მაშინ როცა, ერთ მშვენიერ, სხვებისგან არაფრით განსხვავებულ დღეს გაიღვიძა იმ განცდით, რომ რაღაც აკლდა. აკლდა თავისი, საკუთარი წილი ბედნიერება, და არა ის, მოხუც მშობლებს, საყვარელ ქმარს და ზრდასრულ შვილებს რომ უკავშირდება, სულ თავისი, პირადი, საკუთარი წილი ბედნიერება. ბედნიერება, რომ გაიღვიძოს მშვიდად ოთახში, რომელიც თავისი ხელით მოაწყო. სადაც ყველა დეტალი მის ხასიათსა და განწყობებზე აისახება, სადაც აივნიდან ოდნავ აღწევს ქუჩის ყოველდღიური ხმაური და თავს ამ სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილად აგრძნობინებს. რომ ისაუზმოს ისე, როგორც უნდა, ერბო კვერცხითა და წითელი ღვინით, ან ყავასთან შოკოლადის ტორტის ნაჭერი მიირთვას, მერე რა თუ დილით ღვინის დალევა არაა სწორი ან თუ ტკბილეული "ასაკში" წონაზე მოქმედებს.

 

 

 

 

და რა არის სწორი? ვინ გვიდგენს სტანდარტს რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ და როდის ვიგრძნოთ თავი ყველაზე ბედნიერ ქალად მსოფლიოში? როცა მშობლების საამაყო შვილი, თავადაც ორი შვილის დედა და ერთგული ცოლი, მანანა, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ საკუთარი სახლიდან წავა და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ბინას იქირავებს.  ყველა, სულ ყველა ცდილობს შეაცვლევინოს აზრი 50 წელს გადაცილებულ ქალს, რომ დარჩეს. თუნდაც იყოს უბედური ან, საერთოდაც, რატომაა უბედური ვერავინ გაიგო.

 

 

 

 

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" დედასთან ერთად ვნახე. ისიც მანანასხელაა. ბედნიერია თავისი ოჯახით, მაგრამ გულწრფელად მინდა ისიც და სხვა ქალებიც საკუთარი თავით იყვნენ ბედნიერი. არა იმით, რომ კარგი ქმარი, შვილები ან მშობლები ჰყავთ, სამსახურიც აქვთ და ბევრი მეგობარიც, უბრალოდ, ბედნიერი იყვნენ იმით რაც თავად მოსწონთ. იმ საქმით დაკავდნენ რაც ყველაზე "მათია" და არა ის-რაც მათ ასაკს, ოჯახურ მდგომარებას ან საზოგადოებაში დამკვიდრებულ "წესს" შეეფერება. და თუ ვინმე იკითხავს "ეს რა წესია", დაე! ისე იცხოვრონ, თავად როგორც უნდათ და არ ჩათვალონ, რომ გათხოვებით, შვილების გაჩენითა და ბებიობით მათი პირადი ბედნიერება მორჩა. პირადი ბედნიერება, დიახ პირადი ბედნიერებაა, იმით რომ ეს შენი ცხოვრებაა და არა - ჩემი.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს

თერჯოლის საკრებულოს ქალი თავმჯდომარე ჰყავს

კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა კიბერსექსუალური ტრეფიკინგი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში

სტამბულში მყიდველებმა Zara-ს ტანსაცმელში საჩივრები იპოვეს

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker