Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მისცეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-09-27

საუდის არაბთის მეფემ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მისცა. აქამდე ეს ერთადერთი ქვეყანა იყო სადაც მართვის მოწმობის მიღება სქესით იყო შეზღუდული.  გადაწყვეტილებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გამოეხმაურა. პრეს მდივნის ჰიზერ ნოიერტის განცხადებით ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. 

 

მეფე სალმანის მიერ გაცემული ბრძანება ძალაში 2018 წლიდან შევა. მას წინ უძღვოდა რამდენიმე თვიანი წინააღმდეგობრივი კამპანია, რომლის დროსაც იდეის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სხვადასხვა არგუმენტებით უპირისპირდებოდნენ. ქალებისთვის ავტომობილის ტარების ნებართვას ლობირებდა მილიარდერი პრინცი ალვალედ ბინ თალალიც. 

 

ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთში საქმიანობის უფლება შეუწყვიტეს სასულიერო პირს, რომელიც ირწმუნებოდა რომ ქალს მამაკაცის ტვინის ნახევარი აქვს და ის კიდევ უფრო მცირდება როცა ქალები საყიდლებზე დადიან.  ამ აბსურდული თეორიით ის ცდილობდა დაეცვა პოზიცია, რომ ქალებმა ავტომობილები არ უნდა მართონ. 

 

საუდის არაბეთში ქალთა უფლებები მრავალმხრივ იზღუდება, თუმცა ბოლო ხანებში ხელისუფლება მკაცრი კანონების  შერბილებას ცდილობს. ახლახან, კიდევ ერთი გადაწყვეტილებით ქალებს მამაკაცების ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ მოგზაურობისა და განათლების მიღების უფლება დართეს. გასულ კვირაში კი ქალი გულშემატკივარი პირველად დაუშვეს ეროვნულ სტადიონზე მატჩის საყურებლად.

ტეგები: საუდის არაბეთი, ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

პირველად ბელგიის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker