Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ყარაიაზის მატრიარქი - პირველი მუსლიმი ქალი პოლიტიკოსი საქართველოში

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-09-19

საზოგადოებრივი არქივი 20-ე საუკუნის დასაწყისის გაზეთებსა და სხვა მასალებზე დაყრდნობით საზოგადოებას საქართველოს პირველ მუსლიმ ქალ პოლიტიკოსს აცნობს.  ეს არის ისტორია 34 წლის მუსლიმი ქალისა, რომელმაც 1919 წელს დემოკრატიული არჩევნების გზით მოიპოვა ადგილობრივ თვითმმართველობაში ხმოსნის ადგილი. 


 

 

მაშინდელი ადგილობრივი გაზეთები მკითხველს ამცნობდნენ: “...აღსანიშნავია ერთი ფრიად სამხიარულო მოვლენა; ხმოსანთა რიცხვში შედის ყარაიაზის ოლქიდან წამოყენებული მუსულმანელი ქალი, პარი-ხანუმ სოფიევი. პირველი საერობო ყრილობა დაინიშნა 2 დეკემბერს…”

 

ხმოსნებად მოხსენიებული არიან საერობო არჩევნების შედეგად გამარჯვებული კანდიდატები რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს აკომპლექტებდნენ. თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო თუმცა დროში დიდ ხანს გაიწელა და საბოლოოდ მხოლოდ 1919-1920 წლებში მოხერხდა მაზრების თვითმმართველობის არჩევნების გამართვა.


 

 

ფარი-ხანუმი თბილისის მაზრაში შემავალი იმ ოლქიდან იყო სადაც არჩევნები ყველაზე ბოლოს გაიმართა, რომელიც აზერბაიჯანული მოსახლეობით იყო დასახლებული. მან, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა სრულიად მოულოდნელად დაამარცხა წამყვანი პარტიები სოციალ-დემოკრატები და ფედერალისტები.


ფარი-ხანუმის სახელი უფროს თაობას მის მშობლიურ სოფელ ყარაჯალაში ახლაც ახსოვს.  სოფლისა და მხარის მატრიარქს ისინი მოიხსენიებენ როგორც ‘კაცი-ფარი’. საზოგადოებრივმა არქივმა კი მის შესახებ ინფორმაცია ფარი-ხანუმის შთამომავლებისგან მოიპოვა.


პოლიტიკოსი ქალი ძლიერი და გავლენიანი ოჯახის მესამე ქალიშვილი იყო. ოჯახში 5 ძმა იყო, თუმცა ადრეული ასაკიდანვე მათში ხელმძღვანელის და ლიდერის ფუნქცია ფარი-ხანუმმა დაიწყო. მისი ავტორიტეტი მთელ ოჯახზე ვრცელდებოდა და  მალე ფარი-ხანუმის გავლენამ ოჯახის ფარგლებს გარეთ გააღწია.ასე იქცა ის  ლიდერად, რომელიც ამსხვრევდა ტრადიციულ საზოგადოებაში მუსლიმი ქალის შესაძლებლობების შესახებ არსებულ სტერეოტიპს.


 

როგორც არქივის მკვლევარის ირაკლი ხვადაგიანის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში წერია ფარი-ხანუმი მუდამ მამაკაცების წრეში ტრიალებდა და სასოფლო საქმეებს განაგებდა. „მასთან ყოველთვის დადიოდნენ რჩევის საკითხავად, იწვევდნენ სხვადასხვა დავებში შუამავლად, ტრადიცული წეს-ჩვეულებების თუ რიტუალების ხელმძღვანელად. მისი სიტყვა და საქმე გადამჭრელი იყო, იმდენადაც კი, რომ მას ტრადიციული საზოგადოების უხუცესები - “აღსაკლებიც” აღიარებდნენ და ემორჩილებოდნენ“.


 

ფარი-ხანუმი ქველმოქმედიც იყო, ეხმარებდა ახალდაქორწინებულ ოჯახებს და გარდაცვლილი თანასოფლელების ობლებს. ბუნდოვანი გადმოცემით, 1910-იან წლებში მას სამეურნეო ინიციატივაც წამოუწყია, რისთვისაც სესხი სახელმწიფო ბანკიდან ჰქონია აღებული. თანასოფლელები მას მიაწერენ რკინიგზის ხაზზე სადგურის მოწყობას სოფელ ყარაჯალარისათვის.

 

 


 

მუსლიმი ქალის “იმიჯს” ასევე არღვევდა მისი ჩვევები, მაგალითად  ჩიბუხს მოწევა, რაც დღემდე კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა, ამავე დროს, ფარი-ხანუმმა ყურანის კითხვაც იცოდა და მას მუდამ იწვევდნენ რიტუალებზე წმინდა წიგნის წასაკითხად.ოჯახის წევრების გადმოცემითი გარეგნულად იგი, საშუალო სიმაღლის, ლამაზი პირ-სახის, ქერა ქალი იყო.


 

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკურმა რეჟიმმა სამაზრო თვითმმართველობები გააუქმა. ფარი-ხანუმმა საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობის გზა არ აირჩია. კოლექტივიზაციის დაწყების შემდეგ მის ოჯახს ქონება ჩამოართვეს. 1937-38 წლების მასობრივი ტერორის დროს კი ფარი-ხანუმის 3 ძმა დახვრიტეს.


 

სოფლის ლიდერმა ქალმა ამის შემდეგ დაობლებული ძმისშვილების აღზრდას მიჰყო ხელი.  გადმოცემის თანახმად მისი ერთ-ერთი ძმისშვილი 1951 წელს ხორბლის გაყიდვის გამო დააპატიმრეს და ორთაჭალის ციხეში ჩასვეს, ფარი-ხანუმმა ეს ამბავი ვერ გადაიტანა და გულის შეტევით გარდაიცვალა.


ტეგები: ქალი პოლიტიკა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker