Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

10 ქვეყანა, სადაც ქალებისთვის ცხოვრება საუკეთესოა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-09-18

შვედეთი მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანაა, სადაც მცხოვრები ქალები თავს ყველაზე უკეთ გრძნობენ.
U.S. News & World Report-ის კვლევის თანახმად, ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნები რამდენიმე კომპონენტით არიან შეფასებული - ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, თანასწორი შემოსავალი, უსაფრთხოება და განვითარება.

გამოკითხვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა 9 ათასმა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

 

 

 

 

 

შვედეთი

 

 

 

 

 

რეიტინგში პირველ ადგილს შვედეთი იკავებს, რომელიც გენდერული თანასწორობის კუთხით ქალებისთვის საუკეთესო საცხოვრებელი ადგილია. შვედეთში უნივერსიტეტის ხარისხის დაახლოებით ორი მესამედი სწორედ ქალებს ენიჭებათ. შვედეთის „დისკრიმინაციული აქტი“ ყველა დამსაქმებელს გენდერული თანასწორობის დაცვას ავადებულებს.

 

ამჟამად,  ქვეყნის  მაღალი თანამდებობის პირის 25% ქალია. გარდა ამისა, სტუდენტების  თითქმის 60% მდედრობითი სქესისაა.

 

შვედეთში ქალები აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკაში. ქვეყნის დეპუტატთა თითქმის ნახევარს ქალები შეადგენენ.

 

შვედეთის თავისებურება ისაა, რომ ორივე მშობელს თანაბარი უფლებები აქვთ. კანონით, ბავშვის დაბადების შემდეგ გათვალისწინებულია 480 დღიანი დეკრეტული შვებულება. თითოეულმა მშობელმა - მამამ და დედამ - უნდა გამოიყენოს ბავშვის მოვლაზე არა ნაკლები 90 დღე. ამის წყალობით,  ბავშვზე ზრუნვა ხდება არა მარტო ქალის მოვალეობა, არამედ კაცისაც .
აღსანიშნავია ისიც, რომ შვედეთში ქალები საქმიანობას სასულიერო სფეროშიც თავისუფლად იწყებენ. ქვეყანაში ხშირად შეხვდებით ქალ მღვდელს.

 

 

დანია

 

 

 

ზოგადად, დანია კეთილდღეობის უმაღლესი დონის ქვეყანაა. სამედიცინო და საგანმანათლებლო მომსახურება თითქმის უფასოა.  სახელმწიფოში დიდ ყურადღებას აქცევენ ქალებისთვის მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარებას.  ქალები, რომლებიც ასეირნებენ ბავშვებს ეტლებით, მოძრაობის დროს არ განიცდიან არანაირ  სირთულეებს.


დანიაში მცხოვრებ ქალებს არ ეშინიათ დაავადნენ დაბინძურებული გარემოს გამო, როდგან ამ ქვეყანაში ადამიანები ძირითადად ველოსიპედით გადაადგილდებიან და მანქანების ნაკლებობის ხარჯზე, ჰაერი სუფთაა. ეს კარგად მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

დანიაში მოქალაქეებისთვის სამუშაო დღე 16.00 საათზე მთავრდება. ამის წყალობით, მოსახლეობა პირად ცხოვრებას მეტ დროს უთმობს.

დანიაში კაცებისთვის ჩვეული საქმიანობაა სახლის დასუფთავება, საყიდლებზე წასვლა და ბავშვის მოვლა.

 

 

 

 

აღსანიშნავია, რომ მეუღლეებთან მიმართებაში ძალიან მოქნილი პოლიტიკა არსებობს. მათთვის ვინც მშობლები გახდნენ მოქმედებს სპეციალური შეღავათები.

 

 

ნორვეგია

 

ამ სკანდინავიურ ქვეყანაში დიდ ყურადღებას უთმობენ გენდერულ თანასწორობას. ნორვეგიის მთავრობაში, საპასუხისმგებლო პოზიციების ნახევარზე მეტი ქალებს უკავიათ.

 

დამატებითი უპირატესობაა ის ფაქტი, რომ სამუშაო დღე გრძელდება 10.00 დან 15.00 ან 16.00 საათამდე. გარდა ამისა, ქვეყანაში მომუშავეებისათვის გამოყოფილია თავისუფალი დრო სადილისთვის და ორი შესვენება ჩაის დასალევათ.

 

ნორვეგიაში ქალებს ეძლევათ 35 კვირიანი დეკრეტული შვებულება, რომელიც სრულად არის ანაზღაურებადი. ქალებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ 45 კვირიან დეკრეტული შვებულებით, თუნცა ამ შემთხვევაში ისინი ხელფასის 80% მიიღებენ. კაცებმა უნდა გაატარონ დეკრეტულ შვებულებაში არანაკლებ 14 კვირა.

 

ნიდერლანდები

 

ამ ქვეყანაში ქალები დამოუკიდებელი და ემანსიპირებულები არიან.
სამედიცინო დაზღვევა ორსული ქალისთვის უზრუნველყოფს ექთნის მომსახურეობას, რათა მათ გაუწიონ  აუცილებელი დახმარება.

გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში უთანასწორობის შემცირების მიზნით, ქალებს უპირატესობას ანიჭებენ სამსახურში აყვანის დროს.

 

კანადა

 

 

 

 

ეს კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება განსაკუთრებით ზრუნავს ქალთა უფლებების დაცვაზე. ქალთა უფლებებს იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზეც. კანადის მთავრობამ აღიარა გენდერული თანასწორობა, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობის  ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. ქვეყანაში მოქმედებს პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს შრომის თანაბარ შესაძლებლობებს.

ქვეყანაში ქალები იკავებენ მაღალ თანამდებობებს  ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაშიც.


ფინეთი


 

 

ფინეთი არის ქვეყანა, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა გენდერულ თანასწორობას. ამჟამად, ქალები აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი მოღვაწეობენ როგორც პარლამენტში, ასევე სახელმწიფო და კერძო კომპანიებში.

 

ეს ქვეყანა ქალებისთვის შესაფერისი ცხოვრების პირობების შექმნაზე ზრუნავს. დედობისთვის შექმნილია ღირსეული პირობები. მაგალითად, დეკრეტული შვებულების პირველ წელს, ქალებს უხდიან შემწეობას. მისი ოდენობა დამოკიდებულია მშობლის შემოსავალზე. დედას სურვილის შემთხვევაში შეიძლება, არ გამოვიდეს სამუშაოზე სამი წლის განმავლობაში და ბავშვის აღზრდას დაუთმოს დრო. გარდა ამისა, შემწეობა  არის გათვალისწინებული ბავშვზეც.

 

ფინეთში კაცების და ქალების ხელფასები პრაქტიკულად არ განსხვავდება.

 

 

შვეიცარია

 

ამ ქვეყანაში კომფორტულად ცხოვრობენ ორივე სქესის წარმომადგენლები. ცნობისათვის, 2017 წელს შვეიცარია საცხოვრებლად საუკეთესო ადგილად იქნა აღიარებული.

ამ ქვეყანაში ქალებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოზიციები უკავიათ. ისინი ქვეყნის პარლამენტის დიდ ნაწილს წარმოადგენენ, ზრუნავენ ცხოვრების მაღალ დონეზე და უზრუნველყოფენ უფრო სამართლიან პირობებში ქალთა უფლებების დაცვას.

 

ავსტრალია

 

ავსტრალიაში, სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ადგილობრივებს უყვართ ველური ბუნება და აქტიური სპორტი. ამ საკითხში ქალები გამონაკლისები არ არის.

ავსტრალიელი ქალები უწევენ კაცებს კონკურენციას დიდ კომპანიებსა და უნივერსიტეტებში. ასევე, ქალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

კაცებისა და ქალების ხელფასები თითქმის ერთნაირია და ხშირად ქალები თავიანთი პარტნიორებისგან ეკონომიკურად დამოუკიდებლები არიან.

 

 

ავსტრია

 

ამ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევა ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის ქალებისა და კაცების ხელფასების გათანაბრების საკითხიც. თუმცა, ქალები კვლავ განაგრძობენ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

ავსტრიელი ქალები თავისუფალნი არიან სტერეოტიპებისგან. მათ შეუძლიათ 30 წლის ასაკში დაქორწინდნენ და 35 წლის შემდეგ ბავშვები გააჩინონ. მათ აქვთ საკმარისი დრო, რომ მიიღონ კარგი განათლება და იზრუნონ თავის კარიერულ განვითარებაზე.

ქალები კომფორტულად გრძნობენ თავს ბავშვებთან ერთად გასვლისას, როგორც მაღაზიაში, ასევე მეგობრებთან ერთად სადილის დროს, რადგან თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრში არის უფასო საბავშვო ოთახი, სადაც შეუძლიათ დატოვონ ბავშვები. გასართობ დაწესებულებებში არის მაგიდები, სადაც შეუძლიათ ბავშვებისთვის საცვლების გამოცვლა და სპეციალური კუთხეები ბავშვებისთვის.

 

ახალი ზელანდია

 

 

 

ახალი ზელანდია– მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

ახალ ზელანდიაში დიდი ყურადღება ეთმობა გენდერული თანასწორობის პრინციპებს. ქალები იკავებენ მაღალ თანამდებობებს და ღირსეულ ანაზღაურებას ღებულობენ. ახალ ზელანდიას შეიძლება ფემინისტური ქვეყანაც ვუწოდოთ.

ზელანდიელი ქალები ასევე თავისუფლები არიან სტერეოტიპებისგან. საშუალოდ, ისინი 28-30 წლის ასაკში ქორწინდებიან და აჩენენ ბავშვებს.

კაცებსა და ქალებს, რომლებიც იმყოფებიან ე.წ სამოქალაქო ქორწინებაში, დაშორების დროს შეუძლიათ მოითხოვონ შეძენილი ქონების ნაწილი.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker