Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისში ჩამოვიდა

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2017-09-12

11 სექტემბერს გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მოწვევით თბილისს ბელარუსი მწერალი და ჟურნალისტი, სვეტლანა ალექსიევიჩი.  ის საქართველოში ორი დღე დარჩება.

 

ვიზიტის ფარგლებში მწერალი შეხვდება მკითხველებს, ჟურნალისტებს, ქართველ კოლეგებსა და გამომცემლებს.

 

სვეტლანა ალექსიევიჩმა პირველი შეხვედრა მედიასთან 11 სექტემბერს მწერალთა სახლში გამართა და ღია პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.  პრესკონფერენცია 45 წუთი გაგრძელდა.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, მოეწყო მისი ახალი წიგნის - „ცინკის ბიჭების“ პრეზენტაცია, ხოლო 12 სექტემბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება ცენტრალური ღონისძება - შეხვედრა მკითხველთან.

 

შეხვედრის ფარგლებში, მწერალი წაიკითხავს ლექციას, დრო დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს, ღონისძიების ბოლოს კი მკითხველს საშუალება მიეცემა ნობელიანტი მწერლისგან ავტოგრაფი მიიღოს.

 

სვეტლანა ალექსიევიჩი 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში. ქართულ ენაზე მისი წიგნების უმეტესობაა თარგმნილი: „ჩერნობილის ლოცვა“, „ომს არ აქვს ქალის სახე“, „სექენდ ჰენდის დრო“, „ცინკის ბიჭები“ – ამ წიგნებით სვეტლანა ალექსიევიჩმა მთელ მსოფლიოს აჩვენა თუ რას ნიშნავს დიდი იმპერიის ავტორიტარული რეჟიმი, როგორია უბრალო ხალხის ბედი ჩერნობილის ტრაგედიის, ავღანეთის თუ მეორე მსოფლიო ომის დროს, და როგორია საბჭოთა ადამიანის ცხოვრება რეჟიმის ნგრევის შემდეგ.

 

 

 

 

ბელარუსი მწერალი არც თანამედროვე მოვლენების მიმართაა გულგრილი. მის საჯარო გამოსვლებში ხშირად ისმის ხმამაღალი კრიტიკა რუსეთში არსებული რეჟიმისა და რუსული იმპერიული მმართველობის შესახებ. სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნების ქართული თარგმანები გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერაა დაბეჭდილი.

 

 

სვეტლანა ალექსიევიჩი დაიბადა 1948 წლის 31 მაისს უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკში. მისი მამა ბელარუსი და დედა კი უკრაინელია. მოგვიანებით, ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ბელარუსში, სადაც დედა და მამა სოფლის მასწავლებლებად მუშაობდნენ. 1967 წელს სვეტლანამ მინსკში ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ,  მუშაობდა რეგიონულ და ცენტრალურ გაზეთებში, ასევე ლიტერატურულ ჟურნალ 'ნემანში'.

 

„ომს არ აქვს ქალის სახე“–  სვეტლანა ალექსიევიჩის პირველი წიგნია, რომელიც მან 1985 წელს გამოაქვეყნა.

 

 

ავტორი რამდენიმე წლის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ასობით ქალს გაესაუბრა და XX საუკუნის ამ უდიდესი ტრაგედიის მომსწრეთა ცოცხალი მონათხრობი დაგვიტოვა.

 

წიგნში შეგროვებული მასალები ომზე საბჭოური ლიტერტურის კლიშეებს ვერ ერგებოდა, ამიტომაც 1983 წელს დაწერილი წიგნი 1985 წელს კუპიურებით გამოიცა, სრული სახით კი მხოლოდ ბოლო წლების გამოცემებში შევიდა.
წიგნის მთლიანი ტირაჟი 2 მილიონ ეგზემპლარს შეადგენდა, მის მიხედვით რამდენიმე ათეული სპეკტაკლი დაიდგა.

 

 

იმავე წელს გამოცემული წიგნი "ბოლო მოწმეები" ასევე ქალების და ბავშვების თვალით დანახულ ომს ეძღვნებოდა. კრიტიკოსებმა ორივე ნაწარმოებს "სამხედრო პროზის ახალი აღმოჩენა" უწოდეს.

 

 

მისი მომდევნო რომანი "ცინკის ბიჭები"ავღანეთის ომს ეძღვნებოდა. ის 1989 წელს გამოიცა. მასალის შეგროვების მიზნით, მწერალი ოთხი წელიწადი მოგზაურობდა, საუბრობდა ავღანელ მებრძოლებთან და გარდაცვლილთა დედებთან.

 

 

 

 

ამ ნაწარმოებისთვის, ის მკაცრად გააკრიტიკა ოფიციალურმა პრესამ და მინსკში, 1992 წელს, სიმბოლური "პოლიტიკური სასამართლო" მოეწყო მწერლისა და წიგნის წინააღმდეგ.


 

1997 წელს ალექსიევიჩის კიდევ ერთი სენსაციური ნამუშევარი გამოიცა - "ჩერნობილის ლოცვა", რომელიც ეხება ცხოვრებას ჩერნობილის შემდეგ და ადამიანის მცდელობას გაიაზროს ცხოვრების ახალი რეალობა.


 

მწერლის ბოლო წიგნი „სექენდ ჰენდის დრო“ 2013 წელს გამოვიდა.

 

 

სვეტლანა ალექსიევიჩმა ასე ჩამოაყალიბა თავისი წიგნების მთავარი იდეა:"მე ყოველთვის ვცდილობ გავიგო, თუ რამდენი ადამიანია პიროვნებაში და როგორ დავიცვა ადამიანი ადამინში".                                                                                                   

 

სულ ლიტერატურაში ნობელის 112 პრემია გაიცა, აქედან 14 ქალმა ავტორმა მიიღო. ალექსიევიჩი 14-ე იყო და მას პრემია მიანიჭეს 'პოლიფონიური პროზისთვის რომელიც სიმამაცისა და ტანჯვის მონუმენტურობას უსვამს ხაზს".

 

 

 

 

 

სვეტლანა ალექსიევიჩის ნაწარმოებები 19 ქვეყანაში გამოიცა, მას აქვს მიღებული უამრავი პრესტიჟული ჯილდო, თუმცა აქედან არც ერთი მშობლიურ ბელარუსში.

 

 


ტეგები: ნობელის პრემია სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა

ერთი ქალი და ცხრა მამაკაცი-კახა კალაძემ თბილისის გამგებლები წარადგინა

დორის ლოითჰარდი– შვეიცარიის პრეზიდენტი ქალი

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა კიბერსექსუალური ტრეფიკინგი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში

სტამბულში მყიდველებმა Zara-ს ტანსაცმელში საჩივრები იპოვეს

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker