Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გენდერულ კვოტირებას მხარი დაუჭირა

კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-09-11

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის ინიციატივას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივას რვა მომხრე და ერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა.

 

კანონპროექტის მიზანია, პოლიტიკური პარტიებისათვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შეტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება.

 

ეს არის არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, რომელიც გულისხმობს ცვლილებებს 2 კანონში: „საქართველოს ორგანულ კანონსა" და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“.

 

ინიციატივა ითვალისწინებს, რომ პარტიებმა პროპორციულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის ადამიანი ჩასვან. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოთხოვნებს არ დაიცავენ, დაუდგინდებათ ხარვეზი. ამ ხარვეზის შევსების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკურ პარტიას დაარეგისტრირებს.

 

რაც შეეხება უფლებამონაცვლეობის საკითხს, ინიციატივის მიხედვით, თუ ქალს ვადაზე ადრე შეუწყდება მანდატი, მას ჩანააცვლებს პარტიის იმავე სქესის წარმომადგენელი. კვოტირების წესი როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ისე მომავალში თვითმმართველობის არჩევნებზეც სავალდებული იქნება.

 

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ.

 

 

 

„კვოტირებასთან დაკავშირებით არანაირ ინიციატივას მხარს არ დავუჭერ, სულ ვაფიქსირებდი ამ პოზიციას. ეს არის ჩემი პრინციპული მიდგომა, წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ნიშნით კვოტირების შემოღების. მართალია კომიტეტის მხრიდან დადებითი შეფასებაა ამ საკანონმდებლო ინიციატივის მაგრამ მე ხმას არ მივცემ“, - განაცხადა მან საკომიტეტო მოსმენისას.


  

 

გარდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა, ინიციატივა რეგიონული განვითარებისა და იურიდიული კომიტეტების სხდომაზეც უნდა განიხილონ.

 

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი 12 ივნისს შეიტანა, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს მასშტაბით 37 455 ამომრჩეველი. ის გულისხმობს დროებითი ზომების მიღებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად.

 

 

ტეგები: ქალები პოლიტიკა გენდერული კვოტირება პარლამენტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საკონსულტაციო შეხვედრა ქ. რუსთავის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

ხობის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალთა ორგანიზაციების, აქტივისტების, ლიდერ ქალთა საყურადღებოდ!

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალთა ორგანიზაციების, აქტივისტების, ლიდერ ქალთა საყურადღებოდ!

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირება ხობის მუნიციპალიტეტში

მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარების მინისტრი გახდა

ნუ წავალთ საკუთარი მოქალაქეებისა და ევროპის წინააღმდეგ!

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ელისონ მეკი სექსუალური მონობისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონმდებლობა მკაცრდება

ევროპის საბჭო - საქართველოში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი გაიზარდა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker