Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ახალი ტელეარხი ავღანეთში, რომლის მენეჯმენტში მხოლოდ ქალები არიან

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-08-11

ავღანეთში ახალმა ტელეარხმა დაიწყო მაუწყებლობა, რომელიც მთლიანად ქალების მიერაა მართული. ქვეყანაში სადაც ქალებს არ აქვთ სათანადო წვდომა განათლებაზე და საზოგადოების მარგინალიზებულ ჯგუფს წარმოადგენენ, ახალი არხი ახალ სიტყვას ამბობს.

 

 

‘ზან’ - არაბულად ქალს ნიშნავს და სწორედ ასე ქვია ახალ ტელევიზიას სადაც 50მდე ქალია დასაქმებული. გარდა ყოველდღიური საინფორმაციო მაუწყებლობისა, ის ერთგვარ მედია – ტრენინგ ცენტრსაც წარმოადგენს ახალგაზრდა ქალებისთვის. „ჩვენ იმით განვსხვავდებით სხვა ტელეარხებისგან, რომ ვაშუქებთ ყველაფერს, რაც ქალების ცხოვრებას ეხება“ - ამბობს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნასრინე ნავა.


 

ტელეპროდუქტს 17დან 28 წლამდე ასაკის ქალები ქმნიან, რომლებიც ავღანური საზოგადოების პროგრესულ ნაწილს წარმოადგენენ. ავღანეთში ჟურნალისტი ქალების უმრავლესობა უმუშევარია, რადგან ქალებს სამსახურში აყვანაზე უარს ეუბნებიან. ამიტომ ტელეარხის თანამშრომლების ნაწილი თავის პროფესიაში გამოუცდელია. ამიტომ მენეჯმენტმა რამდენიმე კაციც დაიქირავა ტექნიკურ განყოფილებაში, რომლებიც ქალებს ოპერატორობას, მონტაჟსა და საეთეროს მართვას ასწავლიან.

 

 

 

ტელეარხი მხოლოდ საინფორმაციო მაუწყებლობით არ შემოიფარგლება და ცდილობს კულინარიით, მუსიკითა და სხვა თემებით ქალი მაყურებლების მეტი რაოდენობა დააინტერესოს ქვეყანაში.

 

 

არხი უკვე მესამე თვეა საცდელი მაუწყებლობით გადის ეთერში, თუმცა რეიტინგები მის მზარდ პოპულარობას უკვე ასახავს. მაგალითად, დილის გადაცემას 90 000 ადამიანი ადევნებს ყოველდღიურად თვალს.

 

 

 

 

ტეგები: ავღანეთი ტელეარხი ქალები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker