Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირანის ახალ მინისტრთა კაბინეტში ისტორიაში პირველად სამი ქალი მინისტრი იქნება

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-08-10

ხელახლა არჩეულმა ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ,  ახალი მინისტრთა კაბინეტი ჩამოაყალიბა. დაჟინებული მოთხოვნების შემდეგ პრეზიდენტმა მთავრობის შემადგენლობაში სამი ქალი დაამტკიცა. მანამდე, კანდიდატებს შორის მთავრობის ახალ გუნდში მხოლოდ კაცები ფიგურირებდნენ.

 

ახალ მთავრობაში ქალებმა შემდეგი თანამდებობები დაიკავეს: ვიცე-პრეზიდენტი იურიდიულ საკითხებში ლაია ჯუნეიდი,  პრეზიდენტის მოადგილე ქალთა და საოჯახო საქმეებში  მასუმე ებტეკარი და პრეზიდენტის თანაშემწე სამოქალაქო უფლებებში შახინდოხტ მოლდავერდი. 

 

რუჰანის მიერ შემოთავაზებულ მინისტრების სიას  დასამტკიცებლად ირანის პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენენ.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს სოციალურ ქსელებში, რადგან პარლამენტს 100%ით კაციბესგან დაკომპლექტებული კაბინეტის შემადგენლობა შემოსთავაზა.

 

რუჰანის პირველი პრეზიდენტობის დროს  მინისტრთა კაბინეტში არც ერთი ქალი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი უფრო ლოიალურად მიიჩნევა ქალთა უფლებების მიმართ, ვიდრე მისი წინამორბედი.

 

მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკა შეიქმნა, ერთადერთი ქალი–მინისტრი მთავრობაში მარზიე ვაჰიდ დასტჯერდი იყო, რომელიც ჯანმრთელობისა და სამედიცინო განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის დროს.

 

 

ჰასან რუჰანი მაისში პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. მისი ინაუგურაცია აგვისტოს დასაწყისში გაიმართა.

წყარო 

ტეგები: ირანი ჰასან რუჰანი მთავრობა ქალი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker