Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მკვლევარებმა პირველი შვილის გაჩენისთვის ქალის საუკეთესო ასაკი დაასახელეს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-08-07

ქალები, რომლებმაც პირველი შვილი 30 წელს ზემოთ გააჩინეს, უფრო ხანდაზმულობამდე იცოცხლებენ, ვიდრე ის ქალები რომლებიც დედები 30 წლამდე გახდნენ. ამის შესახებ კვლევა ჟურნალ Public Health-ში გამოქვეყნდა და ის ემყარება ევროპის 28 ქვეყნის მონაცემების შედარებასა და ანალიზს.

 

 

კვლევა პორტუგალიის კოიმბრას უნივერსიტეტის მკვლევარების მიერაა ჩატარებული. მათ 65 წლის ქალების სიცოცხლისუნარიანობა  შეადარეს ერთმანეთს და აღმოჩნდა, რომ მათ ვინც 30 წლის ზემოთ გააჩინეს პირველი შვილი, უფრო ხანგრძლივად და ენერგიულად ცხოვრობენ. დასკვნაში წერია, რომ აღნიშნულმა მონაცემებმა შესაძლოა ქალები წაახალისოს, რათა პირველი შვილის გაჩენა მესამე ათწლეულისთვის გადაავადონ.

 

 

ეს კვლევა კიდევ ერთხელ ამყარებს 2014 წელს გამოქვეყნებული გენეტიკური კვლევის შედეგს, სადაც ნათვამი იყო რომ ქალები რომლებიც უკანასკნელ შვილის 33 წლის ზემოთ გააჩენდნენ, მინიმუმ 95 წლამდე იცოცხლებდნენ (წყარო LiveScience). გვიან დაორსულების შესაძლებლობა კი იმის მიმანიშნებლად ითვლება რომ ქალის რეპროდუქციული სისტემა  ნელა შედის ასაკში, ისევე როგორც მთლიანად მისი სხეული.

 

 

ასე რომ, 30 წლის ზემოთ შვილის გაჩენა დადებითად აისახება ქალებსა და მათ შვილებზე. როგორც გასული წლის კვლევის შედეგები მოწმობს, 30 წელს ზემოთ მყოფი ქალების ბავშვებს ქცევები, სოციალური და ემოციური მდგომარეობა უფრო სტაბილური აქვთ.

წყარო 

ტეგები: კვლევა ქალები ორსულობა ასაკი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

პირველად ბელგიის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker