Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

WHO: ძუძუთი კვების სტანდარტებს ვერც ერთი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს

სოფიო დათიშვილი
კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-08-04

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და UNICEF მსოფლიოში ძუძუთი კვების პოლიტიკის პროგრესის შეფასებით კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საჭირო სტანდარტებს ვერც ერთი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს.  მონაცემები ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, რომელიც 1-დან 7 აგვისტომდე გრძელდება. სწორედ 1990 წლის 1 აგვისტოს მოეწერა ხელი ინოსენტის დეკლარაციას  ძუძუთი კვების პრაქტიკის დაცვისა და წახალისების შესახებ. ამ მიმართულებით გაეროს ბავშვთა ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნები ერთმანეთს მჭიდროდ დაუკავშირა.  2017 წლის ერთობლივ კვლევაში კი საქართველოს მონაცემებიც აისახა.

 

 

დასკვნაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს საკმარისს, რათა წაახალისოს ქალებში ძუძუთი კვება. ეს კი შედეგზე აისახება - მსოფლიოს დედების მხოლოდ 44% აჭმევს ძუძუს თავის შვილს დაბადების პირველი საათიდან 6 თვემდე. საქართველოს მონაცემები კი ასე გამოიყურება:  დაბადებისთანავე ბავშვს ძუძუთი 69% კვებავს, 5 თვემდე - 55%, 1 წლამდე - 37% ხოლო 2 წლამდე - 17%. ეს უკანასკნელი მსოფლიოს მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამორჩება, სადაც 2 წლამდე ბუნებრივ კვებას 45% განაგრძობს.

 

 

მიზეზი იმისა რომ ასე ცოტა ქალი ირჩევს მსოფლიოში ძუძუთი კვებას სხვადასხვაა: არ არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომელიც წაახალისებს და იცავს ძუძუთი კვების პრაქტიკას, ბევრ ქვეყანაში არ არსებობს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, სამედიცინო დაწესებულებები საკმარისად არ არიან ჩართული ტრენინგისა და ცნობიერების ამაღლების პროგრამებში და ბოლოს, ხშირ შემთხვევაში ძუძუთი კვებას საზოგადოებაში ახლავს უხერხულობა.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ავრცელებს ბუნებრივი კვების შესახებ გაიდლაინებს, პოსტერებს და ახდენს მსოფლიოში ძუძუთი კვების შეფასებას. ბოლო წლებში  ბავშების ბუნებრივად გამოკვების საკითხი რამდენჯერმე გახდა აქტუალური პოლიტიკურ წრეებშიც.

 

 

ბრაზილიის, ავსტრალიის, ესპანეთისა და არგენტინის ქალმა კანონმდებლებმა შვილები საჯაროდ, სხდომათა დარბაზში გამოკვებეს. გზავნილი კი ერთი იყო - მხარი დაუჭირონ ქალებს, რათა მათ ბავშვებს ბუნებრივი და აუცილებელი საკვები მიაწოდონ ყველგან და ყოველთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2017 წლის მაისში ამგვარი ნაბიჯით მეძუძურ დედებს სოლიდარობა გამოუცხადა ელის უოტესრმა, ავსტრალიის სენატის წევრმა. მაშინ სენატორი სხდომაზე 2 თვის შვილთან ერთად მივიდა.

 

მიუხედავად ამ მცდელობებისა, ის მიზანი რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და UNICEF-ს 2030 წლისთვსი აქვთ დასახული, 2017 მონაცემებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ძუძუთი კვება ბავშვის ჯანმრთელობისა და არსებობის  ყველაზე ეფექტურ გზად ითველბა. ბუნებრივად კვება უნივერსალურ დონემდე რომ იყოს აყვანილი, ის 820 000 ბავშს გადაარჩენდა ყოველწლიურად (WHO).

 

ტეგები: ძუძუთი კვების პოლიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია UNICEF

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker