Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

Sunday Times სექსისტური და ანტისემიტური მასალისთვის ბოდიშს იხდის

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-07-31

ბრიტანული გამოცემა Sunday Times კრიტიკის სამიზნე გახდა მას მერე რაც ირლანდიელ ჟურნალისტსა და მწერალს კევინ მაიერსს სექსისტური და ანტისემიტური სათაურის სტატია თავის ბეჭდურ და ონლაინ ვერსიაში გამოუქვეყნა. ‘ვწუხვარ ქალბატონებო - თანაბარ ანაზღაურებას დამსახურება უნდა’ - ამ სათაურის სტატია, ბოლო კვირების აქტუალურ თემას, BBC-ზე ქალებსა და კაცებს შორის არათანაბარ ანაზღაურებას ეხებოდა.

 

ავტორი სტატიაში ამტკიცებს, რომ კაცებს მეტი ნიჭი და ამბიცია აქვთ, რაც მათ ხელფასებზე აისახება. აქვე ამყარებს ანტისემიტურ სტერეოტიპსაც როცა საუბრობს იმის თაობაზე რომ BBC-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ორი ტელეწამყვანი ქალი ებრაელია. სტატიაში წერია: „შევნიშნე რომ ყველაზე შემოსავლიანი ქალი წამყვანები BBC-ზე - კლაუდია უინკლმანი და ვანესა ფეტზი, რომელთა უდაოდ არაჩვეულებრივ ნამუშევარს მე სამწუხაროდ არ ვიცნობ - ებრაელები არიან. ებრაელები ზოგადად, როგორც ცნობილია, საკუთარ ნიჭს ყველაზე დაბალ ფასად არ გაყიდიან. ეს კი საუკეთესო საზომია იმისა თუ რა ღრმა სისულელესთან გვაქვს საქმე“.

 

კევინ მაიერსის სვეტის გამოქვეყნებას მალევე მოჰყვა რეაგირება საქველმოქმედო ორგანიზაცია Community Security Trust-ის მხრიდან, რომელიც ბრიტანეთში მცხოვრებ ებრაელებს ანტისემიტიზმის საფრთხეებისგან იცავს. „პირველ რიგში შემაძრწუნებელია ის ფაქტი რომ ეს მასალა დაიწერა, ხოლო შემდეგ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება რომ მან Sunday Times-ის სარედაქციო პროცესიც გაიარა“-აცხადებს ორგანიზაცია.


 

ბრიტანულმა გამოცემამ უკვე მოიხადა ბოდიში. მთავარმა რედაქტორმა მარტინ ივენსმა მასალაში გამოთქმულ მოსაზრებას ‘მიუღებელი’- უწოდა და აღიარა, რომ მათი გამოქვეყნება შეცდომა იყო.

 

კევინ მაიერსი კარიერის მანძილზე არაერთხელ მოექცა სკანდალის ეპიცენტრში ქსენოფობიური და სექსისტური სტატიების გამო. 2009 წელს Belfast Telegraph-ისთვის დაწერა მასალა სათაურით ‘ჰოლოკოსტი არ ყოფილა’, ხოლო 2008-ში კი მისი ავტორობით დაიბეჭდა სტატია „აფრიკა არაფერს იძლევა შიდსის გარდა“. კიდევ ერთი სკანდალი რომელიც მის სახელს უკავშირდება 2005 წელს მოხდა. მაიერსმა მაშინ ბავშვებს, რომლებსაც მარტოხელა დედები ზრდიან ‘უკანონოები’ უწოდა.

 

ტეგები: The Sunday Times, BBC, სექსიზმი, ანტისემიტიზმი, მედია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker