Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

წინასწარი პატიმრობა ახალციხელ მამაკაცს სიდედრზე ელექტროშოკით თავდასხმისა და ცოლის დაჭრისთვის

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-07-28

ახალციხელ მამაკაცს, რომელმაც ყოფილი სიდედრის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენა, ხოლო ყოფილი ცოლი დაჭრა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ  2017 წლის 25 ივლისს, ახალციხეში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ყოფილ სიდედრს  მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში  ელექტროშოკი მიადო,  აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება. შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს  ტრავმატული პისტოლეტი თავში ჩაარტყა და რამდენიმე გასროლით დაჭრა. მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ეჭვმიტანილი პოლიციამ  რამდენიმე საათში დაკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია)  და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება)  აქვს წარდგენილი.

ტეგები: გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ახალციხე

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker