Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ემილია ერჰარტის საიდუმლოებით მოცული ისტორია შესაძლოა მთლიანად შეიცვალოს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-07-06

შეერთებულ შტატებში აღმოჩენილი გრიფით საიდუმლო ფოტომ შესაძლოა სრულიად შეცვალოს ამერიკელი პილოტი ქალის ემილია ერჰარტის ისტორია, რომელიც 1937 წელს მსოფლიოს გარშემო ფრენის დროს, შტურმანთან ფრედ ნუნანთან ერთად გაუჩინარდა და გარდაცვლილად გამოაცხადეს. ის გრიფით საიდუმლო ფოტოზე 80 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს. ფოტო კი 1943 წელს არის მარშალის კუნძულებზე გადაღებული.

 

 

ფოტოზე ჩანს ქალი და მამაკაცი, რომლებიც სავარაუდოდ ემილია და ფრედი არიან. 30 იან წლებში შეერთებულმა შტატებმა მათი თვითმფრინავისა და ცხედრების საძებნად წყნარ ოკეანეში მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა თუმცა ვერაფერს მიაგნო. ამ დროს მარშალის კუნძულები იაპონიას ემორჩილებოდა და ამიტომ მასზე ამერიკელებს წვდომა არ ჰქონდათ. სავარაუდოა, რომ პილოტი ქალი სწორედ იაპონელებს ჩაუვარდა ტყვედ და ასე მოხვდა კუნძულზე.

 

 

 

ფოტო ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო და ის მასალების კლასიფიკაციის დროს შემთხვევით გამორჩათ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებში. სწორედ ასე გახდა ცნობილი მისი არსებობის შესახებ. ვარაუდი რომ ფოტოზე მართლაც ემილია ერჰარტია გამოსახული, საკმაოდ რეალისტურია. მას ადასტურებენ გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომლები და ექსპერტებიც, რომლებმაც ემილიას გამოსახულება მის ძველ ფოტოებსა და სხეულის ფორმებს შეადარეს, რადგან ფოტოზე ემილია ზურგით ზის. კიდევ უფრო აშკარაა ფრედ ნუნანის ძველი ფოტოების დამთხვევა ახლად აღმოჩენილ გამოსახულებასთან.

 

 

ამ ახალი აღმოჩენის შესახებ დოკუმენტური ფილმი უკვე მოამზადა  History Channel-მა. მწერალი და თავგადასავლების მოყვარული ემილია ერჰარტი პირველი ქალი პილოტია, რომელმაც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა. ემილიას მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო და არის ბესტსელერების ავტორი.

 

ტეგები: შეერთებულ შტატები პილოტი ქალი ემილია ერჰარტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

პირველად ბელგიის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker