Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

2030 წლამდე ნაადრევი ქორწინების პრაქტიკა ქვეყნებს ტრილიონი დოლარით დააზარალებს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-06-30

მსოფლიო ბანკი და ქალთა კვლევების საერთაშორისო ცენტრი ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის განვითარებად ქვეყნებს არსარულწლოვანთა ქორწინების გახშირებული ფაქტები ძვირად დაუჯდებათ. საუბარია რამდენიმე ტრილიონი დოლარის ზარალზე რომელიც მათ ბიუჯეტს მიადგება იმ შემთხვევაში თუ გოგონები ვერ მიიღებენ განათლებას, ვერ იმუშავებენ და არ იქნებიან სათანადოდ რეალიზებულები. არასრულწლოვანთა ქორწინება ასევე გამოიწვევს დროთა განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასაც.

 

 

მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის  მიხედვით ბოლო 30 წლის განმავლობაში 18 წლამდე მიუღწეველ გოგონათა ქორწინებამ იკლო თუმცა 25–მდე ქვეყანაში სადაც კვლევა ჩატარდა, ყოველი მესამე ქალი 18 წლამდეა დაქორწინებული.

 

კვლევის თანაავტორი და პროექტის დირექტორი ქვენთინ ვოდონი აცხადებს, რომ ნაადრევად დაქორწინებულ გოგონებს ჩამორთმეული აქვთ უსაფრთხოების უფლება და მათთვის ხელისაწვდომი აღარაა ჯანდაცვა და განათლება, რაც თავის მხრივ ცხოვრებისეული არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას უზღუდავს მათ. ეს კი გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკაზე.  ის არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლას „ჭკვიანურ ეკონომიკურ ნაბიჯს“ უწოდებს.


თუ განვითარებადი ქვეყნები მოახერხევენ ამ მანკიერი პრაქტიკის დაძლეას, მსოფლიო ბანკის გათვლებით შრომის ბაზარზე ქალების შემოსავალი გაიზრდება. ამ გამოთვლებით მაგალითად ნიგერია წელიწადში 7.6 მილიარდი დოლარის დამატებით შემოსავალს კარგავს.

წყარო 

ტეგები: მსოფლიო ბანკი ნაადრევი ქორწინება კვლევა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker