კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2017-06-13
ნორვეგიის მთავრობამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება აკრძალოს თავსაბურავების ტარება, რომელიც ფარავს სახეს (ბურკა და ნიკაბი) ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. კანონპროექტის თანახმად, ქალებს და ბავშვებს, რომლებიც ამ საჯარო ადგილებში ბურკასა და ნიქაბს ატარებენ, სკოლებიდან გაძევება და სამუშაოდან განთავისუფლება ემუქრებათ.
ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში და ბელგიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, განათლების მინისტრის ტორბიორნ როე ისაქსენის განცხადებით, ნორვეგიის ხელისუფლებას სურს, სახელმწიფო დონეზე აკრძალოს მუსულმანური თავსაბურავების ტარება სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივი მუსლიმები იშვიათად იფარავენ სახეს, მაგრამ ეს თემა საკმაოდ ხშირად დგება დღის წესრიგში პოლიტიკური დებატების დროს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ნორვეგიაში მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
საინტერესოა, რომ აკრძალვას მხარი დაუჭირა ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამაც.
მინისტრის ისაქსენის განაცხადებით, აკრძალვა არ შეეხება ხიჯაბს. "მე მინდა, რომ ახალგაზრდა ქრისტიან ქალს ქონდეს შესაძლებლობა ანახოს ყველას, რომ ატარებს ჯვარს. მინდა რომ, ებრაელ ბიჭს ქონდეს შესაძლებლობა აჩვენოს, რომ ატარებს კიპას. მე არ მინდა, რომ აიკრძალოს ხიჯაბის ტარება ჩემს ქვეყანაში ", - განაცხადა მინისტრმა.
|
 |