Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული კვოტირების შესახებ ახალ კანონპროექტს 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს

კატეგორია: განცხადებები 
2017-06-09

12 ივნისს, 12:30 საათზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფს  (Task Force)  საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი შეაქვს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს მასშტაბით 37 455 ამომრჩეველი. ის  გულისხმობს 2 ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას და დროებითი ზომების მიღებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად.  

კანონ-პროექტები ეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსს და კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებული იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის, რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.

კანონპროექტს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force)  წევრები ორშაბათს, თბილისი პარლამენტში დაარეგისტრირებს.

საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირების ადმინისტრირებასა და კოორდინირებას “ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“ ახორციელებს.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი არის დროებითი, არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის საკითხებზე მუშაობის მანდატი, გამოცდილება და რესურსები.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

გენდერული კვოტირების შესახებ ახალ კანონპროექტს 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილმა გენდერული კვოტირების კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა

თბილიში რესპუბლიკელების წარდგენილი კანდიდატებიდან ქალი 40%ია

გაეროში გენდერული თანასწორობის სტრატეგიის განხორციელება იწყება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

დიდ ბრიტანეთში უკრაინელების მონად გაყიდვას აპირებდნენ

ადამიანის ვაჭრობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker