Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დევნილებს და კონფლიქტით დაზარალებულ პირებს კვლავ უამრავი პრობლემა აქვთ

კატეგორია: დევნილები 
2017-06-08

"დევნილებს და კონფლიქტით დაზარალებულ პირებს კვლავ უამრავი პრობლემა აქვთ", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სპეციალური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

"რაც შეეხება დევნილებს, სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ასევე საკმაოდ ბევრია იმ ავარიული შენობების რაოდენობა, სადაც დღემდე ათასობით დევნილი ცხოვრობს და ჩვენი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ შენობებიდან დევნილების გაყვანა", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, უჩა ნანუაშვილის თქმით, მთავარი გამოწვევა ისაა, რომ არ არის დაცული უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები:

 

"გასულ წელს ათეულობით ადამიანის დაკავებას ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციულ საზღვარზე. დღემდე კვლავ რჩებიან როგორც ცხინვალის, ისე სოხუმის ციხეებში ქართველი პატიმრები. გასულ წელს ასევე დაფიქსირდა გარდაცვალების და გაუჩინარების შემთხვევები. ანუ ზოგადად სტაბილურად მძიმე იყო კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი


2016 წელს შიდა ქართლის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა 134-ს შეადგენდა, მათ შორის 14 ქალი და 8 არასრულწლოვანია. 2016 წელს დაკავებულ მოქალაქე გ.გ.-ს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ. ჯამში, 2011-2016 წლებში შიდა ქართლის გამყოფ ხაზზე  დაკავებულთა საერთო რაოდენობა კი 826 შეადგენს.


აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა ზუსტი ოდენობა უცნობია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს მათ 193 დაკავების შემთხვევა დააფიქსირეს, მათ შორის 18 ქალის და 13 არასრულწლოვნის. თუმცა, ეს მონაცემი დაკავებულთა რეალური რაოდენობის მხოლოდ 5-10%-ია. რუსეთის სასაზღვრო ძალების ცნობით, 2009-2016 წლებში აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მათ 14 000 პირი დააკავეს.


2016 წელს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა არაერთი შემთხვევა, რომლის დროსაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებზე ადგილი ჰქონდა დაკავებულების მიმართ არასათანადო და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მათ შორის, სიტყვიერ შეურაცხყოფას, საკვებისა და სასმელი წყლის შეზღუდვის ფაქტებს.

წყარო 

ტეგები: სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დევნილები სპეციალური ანგარიში

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker