Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ომბუდსმენი ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-06-01

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ახალი ანგარიში  გამოაქვეყნა რომელიც 2016 წელს ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება. ანგარიშიდან ირკვევა რომ გასულ წელს, ბავშვის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ფორმის ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა.

 

მაღალი იყო სექსუალური ძალადობის ფაქტების მაჩვენებელი 16 წლამდე მიუღწეველ პირთა მიმართ.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140–ე („სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან“) მუხლით 2016 წელს საქმე 250 სავარაუდო ფაქტზე აღიძრა. სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების გამო დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 189 არასრულწლოვანს. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კახეთში. არასრულწლოვნების შემთხვევაშ ქორწინების იძულების ფაქტზე კი გამოძიება მხოლოდ 2 შემთხვევაში დაიწყო და აქედან ერთმა მიიღო დაზარალებულის სტატუსი.

 

ანგარიშში აისახა ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვების რაოდენობაც. 2016 წლის განმავლობაში 133 შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვანთა დასაცავად. ეს კი ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს გაცემული შემაკავებელი ორდერების სრული რაოდენობის (2877 ორდერი) 4,6 პროცენტია. ომბუდსმენის აპარატი ხაზგასმით აღნიშნავს რომ სამართალდამცველებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ დროული და შესაბამისი რეაგირება ასეთ ფაქტებზე ბავშვებტან მიმართებაში.

 

ქვეყანაში საკმაოდ მაღალია სოციალურად დაუცველ ბავშვთა რაოდენობა.  რეგისტრირებულ სოციალურ დახმარებას დღეს ქვეყანაში 169 503 ვაბშვი იღებს. სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე იკვეთება რომ ბავშვებს ხშირად საკვებისა და საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფის პრობლემა აქვთ. ზოგჯერ კი სიღარიბის გამო არასრულწლოვნებს განათლების მირების შესაძლებლობაც ეზღუდებათ.

ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. მისი თქმით მთავარი გამოწვევები და პრობლემები იგივე დარჩა რაც წინა წლებში იყო. „ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები კვლავ მაღალია, ბავშვთა სიღარიბე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ასევე ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვთა მიმართ არის სერიოზული პრობლემები. საკამოდ ბევრია პრობლემა, რომელსაც ბავშვები აწყდებიან", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

ტეგები: საქართველო სახალხო დამცველი ანგარიში ბავშვთა უფლებრივ

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker