Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კამპანია #ასეუფრომარტივია მეორე ეტაპზე გადადის

კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-05-30

2017 წლის მაისი-ივნისში საქართველოს ლატარიის კომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახალ 1 თვიან სოციალურ კამპანიას იწყებენ სახელწოდებით  „ასე უფრო მარტივია“. კამპანიის მიზანია სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრვალშვილიანი და მძიმე  პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარება საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და პროდუქტებით.
„ასე უფრო მარტივია“ არის არასამთავრობო ორგანიზაციის მიზნებისა და კერძო კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის თანხვედრა, რომლის ფარგლებშიც წინასწარ შეირჩა ბენეფიციარები და განისაზღვრა თითოეული მათგანის საჭიროება.

 

საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიური და სოციალური პირობებიდან გამომდინარე ბევრი ოჯახი ჯერ კიდევ რთულ ყოფით პირობებში ცხოვრობს. განსაკუთრებით სოფლად,  სისუფთავის და ჰიგიენის დასაცავად ქალებს დიდი შრომა უწევთ, რაც მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

კამპანია „ასე უფრო მარტივია“ - ამ ეტაპზე მოიცავს 4 რეგიონს და 12 მრავალშვილიან ოჯახს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ლატარიის კომპანიისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრისგან სასაჩუქრე გზავნილებს მიიღებენ.

 

“ვიცით რომ ამ პროექტს არა ერთი ოჯახი მოუთმენლად ელის. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ კერძო და არასამთავრობო სექტორის ძალების ერთიანობით სოციალური პროექტები უფრო მეტად წარმატებული და შედეგიანია.  ლატარიის კომპანიის ყველა სოციალური პროექტი იმით არის განსაკუთრებული, რომ მას რეალურად  ყველა ის ადამიანი ახორციელებს, ვინც ლოტო 6/36-ის თუნდაც ერთ ბილეთს ყიდულობს.” - აცხადებს საქართველოს ლატარიის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსი ანა იასეშვილი.

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ელენე, რუსეცკაიას თქმით ტექნიკა შრომას გაუმარტივებს პირველ რიგში ქალებს. “მათ გამოუნთავისუფლდებათ დრო პირადი სივრცისთვის რომლის გამოყენებაც შეეძლებათ ფორმალური თუ არაფორმალური განათლებისთვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააქტიურებისთვის, შვილებთან და ოჯახის წევრებთან მეტი ურთიერთობისთვის. ცხოვრება ასე უფრო მარტივია. ჩვენი ორგანიზაცია იცნობს  ასეთ ოჯახებს, ვმუშაობთ მათთან და ვთვლით რომ ბიზნესთან თანამშრომლობა მეტ შედეგს მოიტანს“.

 

კამპანიის პირველი ეტაპი 2016 წელის დეკემბერში წარმატებით განხორციელდა, ამჯერად ბენეფიციარების რაოდენობა და დაფარვის არეალი გაიზარდა.  პროექტი საქართველოს ლატარიის კომპანიის სრული დაფინანსებით ხორციელდება.

ტეგები: საქართველოს ლატარიის კომპანია ქალთა საინფორმაციო ცენტრი სოციალური კამპანია მრავალშვილიანი ქალები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker