Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ვინ დაისვენა, ვინ გაერთო, ვინ ვერა – საკითხავიც ეს არის

ესმა გუმბერიძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-04-27

დღესასწაულებისთვის მზადებასთან და შემდეგ მათი შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული შრომის არათანაბარი გადანაწილების პირობებში, ამ პროცესის მთელი ან თითქმის მთელი სიმძიმე ქალებზე მოდის, თანაც არა მხოლოდ დაოჯახებულებზე, არამედ ჯერკიდევ დასაოჯახებელ გოგონებზე, სტუდენტებზე. ხშირად ისინი სწავლის პარალელურად მუშაობენ კიდეც. ამასთან, სადღესასწაულო სუფრებზე ქალები და განსაკუთრებით მასპინძელი ქალები ნამდვილად ვერ ერთობიან და იმდენ სიამოვნებას ვერ იღებენ რამდენსაც მამაკაცები, რადგან სუფრაზე ქალები ხშირად ითავსებენ მიმტანის როლს. უნდა გაუმასპინძლდნენ, მოემსახურონ სტუმრებს, ახალი კერძები მოართვან. დამეთანხმებით, რომ მიმტანი დიდად ვერ ერთობა და სიამოვნებას ვერ იღებს იმ სუფრისგან, რომელსაც ემსახურება.


შინა საქმეც ისეთივე სამსახურია, ისეთივე სამუშაოა, როგორც სხვა ნებისმიერი საქმე. მოსამსახურეებს ხომ სწორედ სახლის საქმის შესრულებაში უხდიან ხელფასს. როცა მამაკაცის შრომა მთლიანად გამოირიცხება სადღესასწაულო მზადებიდან, მთელი შრომა ქალების გასაწევი ხდება და ქალები ვერ იღებენ იმ დასვენებას, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.


სადღესასწაულო და სხვა შინა საქმით ძირითადად ქალების დატვირთვის გამამართლებელ არგუმენტად მოყავთ ის, რომ მამაკაცი უფრო მეტად არის დატვირთული, რომ ის სახლს გარეთ არის დასაქმებული, „ოჯახის მარჩენალია“ და რომ მას შესაბამისად დასვენება სჭირდება. მაგრამ რეალობა არის ის, რომ საშინაო საქმე არათანაბარი სიმძიმით აწვება იმ ქალებსაც, რომლებიც მუშაობენ.


იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალის სახლს გარეთ სამუშაო დატვირთვა აღემატება ან უტოლდება მამაკაცისას, ან თუ მამაკაცი სულაც არ მუშაობს და ქალია დასაქმებული ანდა თუკი არც მამაკაცი და არც ქალი არ არიან დასაქმებულები, საშინაო საქმის კეთება ძირითადად მაინც ქალს უწევს. (ე.წ „მეორე, ხშირად კი მესამე, ცვლის“ პრინციპი.“) დედების, ცოლების, მთავარი დიასახლისების შესახებ, რომლებიც დღესასწაულის მოწყობის დარტყმის მთელ სიმძიმეს თავის თავზე იღებენ, უკვე ბევრი
დაწერილა. 


სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა ამ პროცესში გოგონების, როლზე, რომლებისგანაც ბიჭებთან შედარებით საზოგადოება მეტ ჩართულობას მოელის დღესასწაულისთვის მზადების პროცესში.  ისინი მშობლებთან უკვე აღარ ცხოვრობენ და სახლში 2 სამსახურისგან - სწავლისა (რომელიც ასევე სამსახურია, შრომაა სამსახურთან გატოლებული, რადგან საუნივერსიტეტო კრედიტები განისაზღვრება იმ სამუშაო საათთა ოდენობით, რაც სტუდენტს საშუალოდამა თუ იმ საგნის დასაძლევად დაჭირდება) და ჩვეულებრივი სამსახურისგან დასასვენებლად ჩადიან.


სინამდვილეში კი სტუდენტ გოგონებს სახლში უწევთ ისეთი დატვირთვით მუშაობა, რაც შეიძლება თავისუფლად გაუტოლდეს ერთ დროებით ანაზღაურებად სამსახურს. ანუ დასვენების მაგივრად გოგონები ზემოთ აღწერილ 2 სამსახურს მათგან დასვენების დღეებში ანაცვლებენ მე–3, დროებითი სამსახურით.


სახლში ვითომდა დასასვენებლად ჩასულ მომუშავე გოგონებს ხშირად უწევთ სამსახურიდან დათხოვნაც პრაქტიკულად არა დასასვენებლად, არამედ იმისთვის, რომ სწავლისა და სამსახურიდან განთავისუფლებისას კიდევ სახლში იმუშავონ, კიდევ დაიტვირთონ. არადა ნებისმიერ სამსახურსა თუ სასწავლებელში არსებობს დასვენებები, რადგან ადამიანს არ შეუძლია შეუჩერებლად მუშაობა.

ტეგები: საშინაო საქმე ქალები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker