Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ძილისპირული ზღაპრები მეამბოხე გოგონებისთვის

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2017-04-20

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ კონკია, ფიფქია, მძინარე მზეთუნახავი და სხვა ზღაპრები, რომლებსაც ძილის წინ გოგონებს უკითხავენ, არასათანადოდ წარმოაჩენს გოგონების შესაძლებლობებს და მათ მხოლოდ პრინცების და სხვა მამაკაცების გადასარჩენ ობიექტებად ხატავს, მაშინ თქვენც ისე ფიქრობთ როგორც იტალიელი ავტორები  ელენა ფავილი და ფრანჩესკა კავალო. სწორედ მათ ეკუთვნის ახალი ბესტსელერი სახელწოდებით „ძილისპირული ზღაპრები მეამბოხე გოგონებისთვის“. მასში კი ილუსტრაციებით და კლასიკური ზღაპრის თხრობის სტილის სრული დაცვით, რეალური ქალების 100 ისტორიაა მოთხრობილი.

 

ზღაპრები ოლიმპიურ ჩემპიონ ქალებზე, მსახიობებზე, მოცეკვავეებზე, დიზაინერებზე, მხატვრებზე და ასე შემდეგ, იწყება ისე როგორც ყველა ზღაპარი - „იყო და არა იყო რა“, თუმცა პატარა გოგონებს უამბობს იმ რეალურ ამბებს,  რომლებმაც ისტორია შეცვალეს. მწერალი ელენა ფავილი მიიჩნევს, რომ ამ სახით უფრო სწორად მოახდენენ გოგონები პერსონაჟებთან პარალელების გავლებას საკუთარი ინტერესებიდან და მისწრაფებებიდან გამომდინარე, რადგან წიგნში პროტაგონისტები ქალები არიან.

 

„როგორც ამბობენ, რასაც ხედავ, ის ხდები, თუმცა რა ხდება მაშინ როცა ვერ ხედავ როგორ ქმნიან ისტორიებს შენნაირი გოგონები? ფილმებში, მულტფილმებში, წიგნებსა და ტელე შოუებში მამაკაცები დომინირებენ. „ძილისპირული ზღაპრები მეამბოხე გოგონებისთვი“-სწორედ ის წიგნია რომელსაც ვისურვებდი რომ ბავშვობაში თავად მქონოდა“ - ამბობს ავტორი.

 

წიგნი უკვე საკმაოდ პოპულარულია და მისი შეძენა ონლაინ წიგნის მაღაზიებში    ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. გოგონებისთვის დაწერილი ზღაპრების 300 000 ეგზემპლარი უკვე გაყიდულია.

 

 

 

ტეგები: ელენა ფავილი ზღაპრები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

გენდერული კვოტირების შესახებ ახალ კანონპროექტს 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2017

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 49%თვის მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსი პატრიაში

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ!

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

დიდ ბრიტანეთში უკრაინელების მონად გაყიდვას აპირებდნენ

ადამიანის ვაჭრობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო სექსტრეფიკინგის და შრომითი ექსპლუატაციის წყარო და სატრანზიტო ქვეყანაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker