Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული თანასწორობის საბჭომ 2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-04-19

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2017 წლის სამოქმედო გეგმას სრული უმრავლესობით დაუჭირა მხარი. ერთ წლიან გეგმას ოთხი მთავარი მიმართულება აქვს: გენდერული თანასწორობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი განსაზღვრისა და ახალი კონცეფციის მხარდაჭერა;  საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფა. ასევე, მისი საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ჰარმონიზაცია; ღონისძიებების მონიტორინგი, რეკომენდაციების შემუშავება და ცნობიერების ამაღლება.


პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით 2017 წლის გეგმა ფუნდამენტურად განსხვავდება მისი წინამორბედისგან. წელს აქცენტი რეგიონებზეც გაკეთდება. „ გვინდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად იყვნენ ინფორმირებული ქალთა უფლებების შესახებ, რადგან საკრებულოები და გამგეობები არის ის პირველი წერტილი მოსახლეობისთვის, სადაც მას შეხება აქვს ხელისუფლებასთან. ამიტომ ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა პრობლემები აქვთ ქალებს და რა კუთხით შეიძლება ამ პრობლემებზე მუშაობა. წელს ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩვენებში ქალების მონაწილეობა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე წინა არჩევნებზე“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა


 

სამოქმედო გეგმას პარლამენტი დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით განახორციელებს. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო 2010 წლიდან მუშაობს, როგორც პარლამენტის მუდმივმოქმედი ორგანო და მისი მიზანია გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაა.

 

წყარო 

ტეგები: საქართველო პარლამენტი გენდერული თანასწორობის საბჭო სამოქმედო გეგმა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2017

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის საზეიმო ღონისძიება

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

კონფერენცია: გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა მუნიციპალურ პრაქტიკაში

მსოფლიოში სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის მხოლოდ 17 ქალია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

კონგოში, კობალტის საბადოებში ოთხი წლის ბავშვები მუშაობენ

ირლანდიაში სექსის სანაცვლოდ ფულის გადახდა აიკრძალა

ეშტონ კუჩერი ტრეფიკინგის თემაზე სენატში მოხსენებით გამოვიდა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker