Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პარლამენტს აბორტის აკრძალვის ინიციატივით მიმართეს

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-04-13

პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა, რომლის თანახმადაც აბორტის აკრძალვა უნდა მოხდეს. საკანონმდებლო წინადადების ავტორი მოქალაქე გიორგი ლაბაძეა.


დღეს მოქმედი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით" ისჯება უკანონო აბორტი. საკანონმდებლო წინადადების თანახმად კი,  დასჯადი გახდება აბორტი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 300 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1-დან 2 წლამდე.

 

ამასთან, ცვლილებას ითვალისწინებს "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი". მოქმედი კანონით, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლოვობა არ აღემატება 12 კვირას. წინადადების ავტორი კი, 12 კვირიანი დასაშვებობის სტადიის გაუქმებას ითხოვს.

 

თუმცა, როგორც გიორგი ლაბაძე "აიპრესთან" საუბარში ამბობს, მისი ინიციატივა აბორტის სრულ აკრძალვას არ გულისხმობს.

"ისლამური რესპუბლიკების მსგავსად რადიკალიზაცია სწორი არ იქნება, მაგრამ კარგი იქნება თუკი გადმოვიღებთ ფინურ ან პოლონურ მოდელებს, სადაც აბორტი დაშვებულია სამედიცინო და სოციალური ჩვენებების დროს. ასეთი შემთხვევები შეიძლება იყოს, ორსულობის გაგრძელების შედეგად დედის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, ნაყოფის ჯანმრთელობის გაუარესება ან ისეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვის დაბადება შეიძლება რაიმე ფსიქიკურ ტანჯვასთან იყოს დაკავშირებული, როგორი შემთხვევებიცაა გაუპატიურების ან ინცესტის დროს", - აცხადებს გიორგი ლაბაძე.

აღნიშნულის განუხოციელებლობის შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადების ავტორი 30 000 ხელმოწერის შეგროვებას დაიწყებს და პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.

აქვე, საკანონმდებლო წინადადების ავტორს მოყვანილი აქვს 2014 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც, დაბადებული ბავშვების რაოდენობა იყო 60 635, ხოლო ჩატარებული აბორტების - 31 908.

"გამოდის, რომ საშუალოდ, საქართველოში დაბადებული ბავშვების რაოდენობის ნახევარი, დედის ორგანიზმში ასრულებს სიცოცხლეს. თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოგვცა იმის საშუალება, გავაცნობიეროთ, თუ რას გრძნობს ბავშვი აბორტის დროს და რამდენად იტანჯება იგი პროცესის მიმდინარეობისას. კვლევები ცხადყოფს, რომ იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინდივიდია. იმის ფიქრი, რომ ბავშვი დედის ორგანიზმის პირდაპირი ნაწილია, ძველ რომსა და საბრძნეთში უნდა დავტოვოთ და გავიაზროთ, რომ იგი სრულიად სხვა ორგანიზმია და მისი განადგურება ნიშნავს მკვლელობას და არა აბორტს", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.


წყარო 

ტეგები: პარლამენტი საკანონმდებლო წინადადება აბორტი აკრძალვა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

გენდერული კვოტირების შესახებ ახალ კანონპროექტს 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2017

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 49%თვის მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსი პატრიაში

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ!

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

დიდ ბრიტანეთში უკრაინელების მონად გაყიდვას აპირებდნენ

ადამიანის ვაჭრობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო სექსტრეფიკინგის და შრომითი ექსპლუატაციის წყარო და სატრანზიტო ქვეყანაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker